მსოფლიოს საუკეთესო ვერტმფრენები

     ჟურნალმა «პოპულარული მექანიკა» გამოაქვეყნა საუკეთესო ვერტმფრენების რეიტინგი. 1960-იან წლებამდე სამხედრო ვერტმფრენები გახლდათ ,სამოქალაქო ვერტმფრენების მოდიფიცირებული ვარიანტები.ხრახნფრთიან მანქანებს სერიოზულად მოეკიდნენ მას შემდეგ რაც ამერიკულმა  Bell UH-1 «იროკეზებმა» აჩვენეს მათი ეფექტურობა ვიეტნამის ბრძოლების დროს. ვერტმფრენს შეეძლო ემოქმედა დაბალ სიჩქარეზე და დაბალ სიმაღლეებზე,რომლებიც საიმედო მხარდაჭერას უწევდნენ ქვეითთა სამხედრო შენაერთებს და ასევე გამოიყენებოდა სატრანსპორტო საშუალებადაც.

1. ყველაზე პირველი Flettner FL 265

ქვეყანა: გერმანია
პირველი გაფრენა: 1939
ასაფრენი წონა: 1000 კგ
ძრავა: 7-ცილინდრიანი, 160 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 160კმ/ს 

 პირველად ვერტმფრენების გამოყენება გერმანელებმა გადაწყვიტეს, მეორე მსოფლიო ომის დროს. ექსპერიმენტალური ერთადგილიანი ვერტმფრენი-Fl 265 ორი 12 მეტრიანი ხრახნით,ბაზირებული იყო ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებში. მისი დავალება იყო მაღლიდან წყალქვეშა ხომალდების აღმოჩენა.მჩატე ვერტმფრენებს შეეძლოთ თან წაეღოთ მცირე ზომის ნაღმები ან მანათობელი მარკერები, ასევე შეეძლოთ დაჭრილის გადაყვანა თოკზე ჩამოკიდებული საკაცით. გამოშვებული იქნა სულ ექვსი Fl 265.  1942 წელს ის შეცვალეს  Fl 282 «კალიბრ»-ით ღია კაბინით.

2. ყველაზე სწრაფი: Lockheed AH-56 Cheyenne

ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1967
სიგრძე: 16,66 მ
მმზიდი ხრახნის დიამეტრი: 15,62 მ
სიმაღლე: 4,18 მ
ძრავა: ტურბოხრახნიGET64, 3925 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 393 კმ/ს
ფრენის ჭერი: 6100 მ
შეიარაღება:ვერტმფრენის წინა ნაწილის ტურელში 40 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი- М129 ან 7,62-მმ-იანი ტყვიამფრქვევი  XM196, ძირითადი ტურელი  30-მმ-იანი ქვემეხით- XM140, რაკეტები-Mk4 (70 მმ), თვითდამიზნებადი რაკეტები-BGM-71.

•ფორმალურად «შაიენი» ვერტმფრენი არ არის. იგი განეკუთვნება ხრახნფრთიანთა კლასს,ვინაიდან მას გარდა მზიდი ხრახნისა და სტაბილიხირებადი ხრახნის გარდა გააჩნია-მიმწოლი პროპელერი. (ზოგიერთი ცნობის თანახმად, «შაიენს» შეეძლო გადაეჭარბებინა 400 კმ/ს სიჩქარისათვის),აპარატს ჰაერში აჩერებდა ფიუზელაჟის ნაპირებზე პატარა ფრთები.• ჰორიზონტალური გამწეობა იქმნებოდა მიმწოლი პროპელერის მიერ. ჩვეულებრივი ვერტმფრენებისგან განსხვავებით, რომლებიც სწრაფი სვლის დროს წინ იხრებიან, მას შეუძლია ჰორიზონტალური მდგომარეობა შეინარჩუნოს, თან ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას.

3. ყველაზე მანევრირებადი: Ка-50 «შავი ზვიგენი»

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
პირველი გაფრენა: 1982
ასაფრენი წონა: 9800 კგ
ძრავა: ტურბოხრახნული, 2700 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 315 კმ/ს
ფრენის ჭერი: 5500 მ

• «შავ ზვიგენს» მისი ხრახნების განლაგება საშუალებას აძლევს შეასრულოს ისეთი რთული საპილოტაჟე ფიგურა როგორიც არის «ორმო»: ამავე დროს მას შეუძლია არ მოაცილოს მიზანი სამიზნეს.მანევრი სრულდება 180 კმ/ს სიჩქარეზე.• ერთერთი საცდელი ფრენისას  Ка-50-ი ერთ ადგილზე ჩამოკიდებული იყო 12 საათის განმავლობაში .

4. ყველაზე დიდი: Ми-26

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
პირველი გაფრენა: 1977
ასაფრენი წონა: 49650 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 10440 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 295 კმ/ს
ფრენის ჭერი: 6500 მ

• Ми-26-ზე მუშაობისას, კონსტრუქტორი მარატ ტიშჩენკო ცდილობდა შეექმნა ვერტმფრენი,რომელსაც შეეძლებოდა თავის თავზე მძიმე ტვირთის გადატანა. Ми-26 – ყველაზე დიდი ფერტმფრენია მსოფლიოში. მას ბორტზე შეუძლია მიიღოს 60 დაჭრილი მებრძოლი ან 80 სრულად ეკიპირებული მეომარი.• პრაქტიკაში Ми-26 გადაყვანილი ყავს 150-ამდე ჯარისკაცი.

5. ყველაზე ნაკლებშემჩნევადი: Boeing Sikorsky RAH-66 «კომანჩი»

ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1996
ასაფრენი წონა: 4800 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 1432 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 324 კმ/ს
ფრენის ჭერი: 4560 მ

•კამანჩის კონსტრუქციის პრაქტიკულად ყველა ელემენტს დაქვემდებარებული აქვს ის ფუნქცია რომ ვერტმფრენი გახდეს რაც შეიძლება უხილავი და უხმაურო. მისი ბრტყელი ზედაპირები დამზადებულია სტელსის ტექნოლოგიით.• რაკეტები განთავსებულია კამანჩის გვერდებში ფარულად მოთავსებულ კონტეინერებში.  ფიუზელაჟში შედის 20 მმ-იანი ქვემეხი-XM301.კამანჩის მხოლოდ ორი პროტოტიპი შეიქმნა:სამხედროებმა გადაწყვიტეს რომ სადაზვერვო სამსახურებში უფრო მოსახერხებელი იქნებოდა უპილოტო აპარატების გაშვება და პროგრამა დაიხურა.

6. ყველაზე მასიურად წარმოებული: Ми-8

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
პირველი გაფრენა: 1965
ასაფრენი წონა: 11100 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 1500 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 260 კმ/ს
ფრენის ჭერი: 4500 მ

• 1961 წლიდან მოყოლებული გამშვებულ იქნა  17000 ვერტმფრენი მი-8 და მისი მოდიფიკაციები. მისი ექსპლუატაცია ხდება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ვერტმფრენი გამოიყენება სატრანსპორტო, სადესანტო, სამედიცინო, მფრინავი მმართველი ბაზა,  რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანა, ნაღმდამგები მანქანა, მფრინავი სამართავი პუნქტი. • Мi-8-ს პოპულარობა სავსებით გასაგებია.თანამედროვე მოდიფიკაციები ამ არაჭირვეული ვერტმფრენისა ამყარებენ სულ ახალ-ახალ რეკორდებს,ასე მაგალითად:გასულ წელს  Ми-8-მ რომელიც იყო აღჭურვილი ახალი ძრავებით «Мотор Сич» 13 წუთის განმავლობაში ავიდა 8100 მეტრის სიმაღლეზე.

7. ყველაზე ეფექტური: AH-64 «აპაჩი»

ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1975
ასაფრენი წონა: 6550 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 1695 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 293 კმ/ს
ფრენის ჭერი: 6400 მ

• «აპაჩი» – აშშ-ს,დიდი ბრიტანეთის,ისრაელის,იაპონიის და სხვა მრავალი ქვეყნის ძირითადი დამრტყმელი ვერტმფრენი.ეს არის ვერთმფრენი რომელმაც ითამაშა ძირითადი როლი საბრძოლო მოქმედებებში ბოლო 10 წლის განმავლობაში. AH-64-ბა მიაყენეს პირველი დარტყმა ერაყის არმიას  ოპერაცია «უდაბნოს ქარიშხალი»-ს დროს. • «აპაჩი» თამაშობდა ერთერთ ძირითად როლს 2003 დან 2010 წლამდე ერაყის ომში. AH-64 –ის წარმატების საფუძველი იყო საიმედო კონსტრუქციისა და სითბური მასკირების,ხმისჩამხშობი სისტემებისა,ღამის ხედვის მძლავრი სისტემებისა და დასამიზნებელი მოწყობილობების საუკეთესო ურთიერთ შერწყმა.

8. ყველაზე უნივერსალური: Ми-24

ქვეყანა: საბჭოთა კავშირი
პირველი გაფრენა: 1969
ასაფრენი წონა: 10500 კგ
ძრავა: ორი ტურბოხრახნული,თვითოეულის სიმძლავრე 2800 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 340 კმ/ს
ფრენის ჭერი: 4500 მ

• Ми-24 ზედმეტსახელად «ნიანგი» გახდა პირველი სპეციალიზირებული საბრძოლო ვერტმფრენი საბჭოთა კავშირში,ხოლო მეორე მსოფლიოში-ამერიკული AH-1 «კობრა»ს შემდეგ.ორადგილიანი კობრისაგან განსხვავებით  Ми-24 -მა შეითავსა კონცეფცია «მფრინავი ქვეითთა საბრძოლო მანქანა- БМП»:მის შუა ნაწილში განთავსებულია კაბინა,სადაც შეიძლებოდა 8 ადამიანის ტრანსპორტირება.• «ნიანგს» შეეძლო გადმოესხა დესანტი და თავადვე გაეწია მათთვის საცეცხლე მხარდაჭერა. მაგრამ მფრინავი ჯავშანმანქანის პრინციპმა არ გაამართლა: უმრავლეს შემთხვევაში მას იყენებდნენ როგორც დამრტყმელ ვერტმფრენს,რომელსაც გააჩნდა სრულიად გამოუყენებელი შუა სადესანტო ადგილი.

9. ყველაზე ლეგენდარული: Bell UH-1 «იროკეზი»

ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 1956
მოდიფიკაციები-UH-1D
ასაფრენი წონა: 4100 კგ
ძრავა: ტურბოხრახნული 1100 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 217 კმ/ს
ფრენის ჭერი: 5910 მ

• «იროკეზმა» პირველი ბრძოლა გამართა  1962 წელს ვიეტნამში,რომელიც იქცა ამ ომის სიმბოლოდ.მას შემდეგ წარმოებულ იქნა  16000 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის  UH-1 (იგივე «ჰიუი»)  –ზოგიერთი მათგანი დღესაც განაგრძობს სამხედრო სამსახურს მრავალი ქვეყნის არმიებში.

10. ყველაზე ჭკვიანი: Boeing A160 «კოლიბრი»

ქვეყანა: აშშ
პირველი გაფრენა: 2002
ასაფრენი წონა: 2950 კგ
ძრავა: ტურბოხრახნული 572 ც/ძ
მაქსიმალური სიჩქარე: 258 კმ/ს
ფრენის ჭერი: 9150 მ

• თანამედროვე ვერტმფრენების ყველაზე სუსტი წერტილია-პილოტი.მათ გარეშე ვერტმფრენებს შეუძლიათ იფრინონუფრო მაღლა,უფრო სწრაფად და უფრო შორს. მზვერავი უპილოტო «კოლიბრი»-ს შეუძლია მთელი დღე-ღამის განმავლობაში იფრინოს 9000 მეტრის სიმაღლეზე. აპარატი არ იმართება ხმელეთიდან,იგი თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებას მარშრუტისა და საბრძოლო დავალებიდან გამომდინარე. მაგრამ  Boeing A160 – ჯერ მხოლოდ პროტოტიპია საბრძოლო მანქანისა.

 

წყარო: http://armada.ge/?p=14292

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s