აუდიტი ფრენების უსაფრთხოებისა და ხარისხიანი სერვისისთვის

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გასულ კვირას ჩატარდა აუდიტი ფრენების უსაფრთხოებასთან და ხარისხიან სერვისთან დაკავშირებით. აუდიტორები იმყოფებოდნენ ბათუმში და განიხილეს ბათუმის სამეთვალყურეო კოშკში არსებული ვითარება, გაეცნენ ავიამეთვალყურეებისა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის სამუშაო პროცედურებს, შეამოწმეს დოკუმენტაცია.

აუდიტი კითხვა-პასუხისა და არსებული დოკუმენტაციის წარმოდგენის რეჟიმში მიმდინარეობდა. აუდიტორებმა შეამოწმეს პერსონალის კომპეტენტურობა სახელმძღვანელო დოკუმენტებთან მიმართებაში, ასევე დაესწრნენ სამუშაოს შესრულების ოპერაციებს.

აუდიტის მთავაზი მიზანი იყო სამსახურების პროცედურების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან ფრენების უსაფრთხოებისა და ხარისხიანი სერვისის გაზრდის მიზნით.

მნიშვნელოვანი შეუსაბამობა აუდიტის მიმდინარეობის დროს არ დაფიქსირებულა. შედეგები შპს „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელობას გადაეგზავნება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s