ახალი ავიაკომპანიები საქართველოში

შპს “საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების” ბლოგზე განთავსებული ინფორმაციით მალე საქართველოში 3 ახალი ავიაკომპანია შემოვა. ესენი გახლავთ “QATAR Airways”, ”Alitalia” , და “Air Estonia”-ია.

“QATAR Airways”-ეს არის არაბული ავიაკომპანია, რომლის სათაო ოფისი დოჰაში მდებარეობს. ის, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ავიაკომპანიაა. ავიაკომპანიას 20 000ზე მეტი ადამიანი ყავს დასაქმებული. “კატარის ავიაკომპანია” 1993 წლის 22 ნოემბერს შეიქმნა, ხოლო ამუშავდა 1994 წლის 20 იანვარს. ავიაკომპანიის 50%-ს მთავრობა ფლობს, დანარჩენი კერძო ინვესტორების ხელშია. ავიაკომპანიამ 2010 წლიდან 22 ახალი მიმართულებით დაიწყო და კიდევ 9 ახალი მიმართულებაც დაემატა, ესენია,-ანკარა, ალეპო, ბარსელონა, ბრიუსელი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, ბუენოს აირესი, კოპენჰაგენი, ჰანოი, მონრეალი, ნიცა, შირაზი, სან პაულო, კოლკატა, მედინა, ოსლო, სოფია, შტუტგარტი, ვენეცია, ტოკიო, ხოლო 2011 წლიდან პლიუს ბაქო და თბილისი.

2011 წლის 22 ივნისს კატარი მსოფლიომ აღიარა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია.

“Alitalia”-ეს გახლავთ იტალიური ავიაკომპანია. “Alitalia” იტალიის ყველაზე დიდი ავიაკომპანია და მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. ავიაკომპანია იმედოვნებს რომ მომავალში უფრო მასშტაბურ ფრენებს განახორციელებს.

“Air Estonia”-გახლავთ ესტონეთის ნაციონალური ავიაკომპანია, რომელიც ესტონეთის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და პირველად 1991 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა.

შეგახსენებთ ინფორმაცია აღებულია შპს “საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების” ბლოგიდან: http://airportsblog.ge/?p=298

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s