გიორგი კარბელაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილი პრეზიდენტმა წმინდა გიორგის ღირსების ორდერით დააჯილდოვა.

გიორგი კარბელაშვილი შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ 2004 წელს დაინიშნა. სწორედ 2004 წლიდან დაიწყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საჰაერო ნავიგაციაში. განხორციელდა მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და უსაფრთხოების გაზრდა. შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა.

გიორგი კარბელაშვილის სახელს უკავშირდება ბათუმში სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა, რომელიც 2007 წელს ოფიციალურად გაიხსნა, 2010 წელს მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მშენებლობა, კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა, რომელიც უკვე დაწყებულია და 2012 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ჩვენი ქვეყნის უკეთ განვითარებისთვის.

Advertisements

2 comments on “გიორგი კარბელაშვილი

  1. ვულოცავ ბ. გიორგის წმინდა გიორგის ღირსების ორდერით დაჯილდოვებას და ვუსურვებ მის მიერ დაწყებული პროეკტების წარმატებით განხორციელებას!

  2. დიდი მადლობა ! ბატონი გიორგი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ღისრეული მოქალაქეა, და მის მიერ დაწყებული პროექტები მისი ძალისხმევითა და შემართებით აუცილებლად განხორციელდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s