მოერიშე თვითმფრინავი სუ–25კმ (სკორპიონი)

სუ–25კმ (კომერციული ვარიანტი, მოდერნიზებული) ქარხნის მიერ იწარმოება 2001 წლიდან. პირველი თვითმფრინავი აფრინდა 2001 წლის 14 აპრილს. სულ მოდერნიზებულია 6 თვითმფრინავი.
სუ–25კმ შედის საქართველოსა და თურქმენეთის სამხედრო–საჰაერო ძალების შეიარაღებაში.
მოდერნიზაციის მიზნები

თვითმფრინავ სუ–25კ–ს მოდერნიზაცია ტარდება მისი საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების და საბრძოლო გამოყენების სფეროს გაფართოების, ასევე საექსპლუატაციო ხარჯების შემცირების მიზნით.
NATO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ICAO–ს სისტემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
თვითმფრინავის გამოყენების უზრუნველყოფა ღამით და ცუდ მეტეოპირობებში;
განადგურების საავიაციო სისტემების (ავიაბომბები, ქვემეხები, არამართვადი რეაქტიული ჭურვები) გამოყენების სიზუსტის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
საჰაერო ბრძოლაში გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება დაახლოებით 2,5 – 3–ჯერ;
ფრენის უსაფრთხოების ამაღლება ალგორითმებისა და სიტყვიერი გაფრთხილებების ხარჯზე;
მიზნის თავზე მდებარეობის დროის ამაღლება 20%–ით ფრენის მარშრუტის ოპტიმიზაციის ხარჯზე;
სავარჯიშო–სასწავლო თვისებების უზრუნველყოფა დასავლური კონცეფციის გამოყენების ხარჯზე (ფოტო და კინოკონტროლის აპარატურის ნაცვლად ვიდეოჩანაწერების გამოყენება);
საავიაციო საშუალებების გაფართოებული ნომენკლატურის გამოყენების უზრუნველყოფა;
სისტემების საიმედოობის ამაღლება;
პილოტზე დატვირთვის შემცირება კაბინაში გადამრთველების და ხელსაწყოების რაოდენობის შემცირების ხარჯზე, ფერადი დისპლეების და ციფრული ბარათების მეშვეობით;
ექსპლუატაციის დანახარჯების შემცირება დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით;
თვითმფრინავის ფრენისათვის მომზადების დროის შემცირება.

თვითმფრინავი სუ–25კმ აღჭურვილია თანამედროვე საავიციო რადიოელექტრონიკით, რომელიც შეიცავს ტექნოლოგიას «glass cockpit» , მოდერნიზებულ ნავიგაციურ სისტემას და შეიარაღების მართვის სისტემას.
ავიონიკის კომპლექსი დაფუძნებულია Elbit Systems Ltd ფირმის მოდულურ მრავალფუნქციურ კომპიუტერზე MMRC (Modular Multi-Role Computer) , რომელიც შეერთებულია 1553B ტიპის მონაცემთა გაცვლის ორი სალტით.
კაბინამ განიცადა ღრმა მოდერნიზაცია. ანალოგური ხელსაწყოების უმრავლესობა შეიცვალა 6′ x 8′ ზომის ორი მრავალფუნქციური ფერადი დისპლეით MFCD (multifunction color displays). დაყენდა სისტემა HOTAS (Hands-On-Throttle-And-Stick) , რომელიც პილოტს საშუალებას აძლევს შეასრულოს მრავალი ოპერაცია ძრავების და თვითმფრინავის მართვის სახელურებიდან ხელების აუღებლად. წინა მინაზე ინდიკაციის სისტემა შეიცვალა მართვის პანელის HUD (Head Up Display) მქონე ახალი სისტემით.
კომპლექსში შედის ახალი სანავიგაციო სისტემა, რომელიც მუშაობს როგორც GPS რეჟიმში, ასევე ინერციალურ რეჟიმშიც. თვითმფრინავის ტარების რადიოაპარატურა ასევე შეიცავს დაჯდომის სისტემასაც VOR/ILS. სანავიგაციო ინფორმაცია აისახება ფერად დისპლეიზე მოძრავი რუკის რეჟიმში. დაყენებულია ორი ახალი რადიოსადგური: UHF და VHF, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსმენისაგან დაცულ კავშირს.
თვითმფრინავზე ასევე დამონტაჟებულია NATO–ს სტანდარტების შესაბამისი სახელმწიფოებრივი ამოსაცნობი სისტემა (IFF).
მოიერიშე თვითმფრინავის სუ–25კ მოდერნიზაცია წარმოებს კაპიტალურ რემონტთან ერთად, რის შედეგადაც იზრდება თვითმფრინავის რესურსი და სამსახურის ვადა.

http://armada.ge/?p=1238

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s