ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ”სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე” აღინიშნა

7 დეკემბერს ”სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე” აღინიშნა, რომელიც 1994 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 50 წლის იუბილესთან დაავშირებით დაფუძნდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ავიაციის საერთაშორისო დღე საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიებებით პირველად აღინიშნა.

7 დეკემბერს 12.00 საათზე ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაიხსნა – გაიმართა სემინარი “ერთიანი საჰაერო სივრცის დანერგვის სამუშაო შეხვედრა”. ავიაციის დღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება ”საქაერონავიგაცია”-ში ჩატარდა – თბილისის რამდენიმე სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად დაათვალიერეს უწყება და მის მუშაობას გაეცნენ. მათი განსაკუთრებული ინტერესი სადისპეტჩერო განყოფილებამ, კერძოდ, ავიამეთვალყურეების საქმიანობამ გამოიწვია. ამასთან, მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საღამოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის VIP დარბაზში მიღება გაიმართა, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქართული ავიაციის დამსახურებულ მუშაკებს შეხვდა. აქვე შედგა ქართული ავიაციის ისტორიისადმი მიძღვნილი ქართულ-ინგლისური წიგნის “ასე მიდიან ვარსკვლავებისკენ” პრეზენტაცია. მინისტრმა მისასალმებელი სიყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ქართულ ავიაციას უმდიდრესი წარსული აქვს. რომელიც უკვე საუკუნეს ითვლის – 100 წლის წინ ქართველმა მფრინავმა ბესარიონ ქებურიამ პირველი საჩვენებელი ფრენა განახორციელა საკუთარი ხელით აგებული აეროპლანით, რითიც საფუძველი ჩაუყარა ქართული ავიაციის ისტორიას.

ვერა ქობალიამ ისაუბრა ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებაც, რომლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკვე ავიაციის საერთშორისო თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრია, რომელიც აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად და “ღია ცის” პოლიტიკის კურსს მიყვება. ამის შედეგია, რომ დღეისათვის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება ევროპის, აზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის უკვე 20-ზე მეტ სახელმწიფოში. მხოლოდ 2010- 2011 წელს ქართულ ავიაბაზარზე მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანია შემოვიდა – პოლონური ავიაკომპანია Lot-ი; “ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები”; “flydubai”; “Air Astana”; ირანული “Ata Air”; ‘ ფრანგული “ATR”; ოფიციალურად იქნა დანიშნული ბრიტანული ავიაკომპანია ”Virgin Atlantic”. ასევე საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად მუშაობს თურქეთის რესპუბლიკის დაბალტარიფიანი ავიაკომპანია ”Pegasus Airlines”, რომელიც საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებით. 2011 წელს პირველად დაიწყო პირდაპირი რეგულარული ფრენები ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიმართულებით. ამასთან, უახლოეს მომავალში საქართველოში ყატარის ავიახაზების შემოსვლაც იგეგმება.

ამასთან, როგორც მინიტრმა აღნისნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტის მშენებლობაა, რის გარეშეც სამოქალაქო ავიაციის განვითარება შეუძლებელია. უკვე რამდენიმე თვეა წარმატებით ფუნქციონირებს მესტიის საერთაშორისო აეროპორტი. ამასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს ქუთაისისა და ფოთის აეროპორტების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროცესი.

უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი განვითარების გზას ადგას შპს ”საქაერონავიგაცია”. ცვლილებები ყველა სტრუქტურას შეეხო, ორგანიზაციაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ტექნიკური გადაიარაღება და პერსონალის კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის ასამაღლებად საჭირო ღონისძიებები. კერძოდ, ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, შპს ”საქაერონავიგაცია”, რეგულარულად ამზადებს ავიამეთვალყურეების ახალ თაობას საფრანგეთში, ქ. ტულუზის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტში. ამჟამად არსებული 30 კურსდამთავრებულების პროფესიული და საავიაციო ინგლისური ენის ცოდნა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციის მოთხოვნებს.

2010 წლიდან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფა შპს ”საქაერონავიგაციას” დაეკისრა. აღნიშნული სფეროს ასაღორძინებლად ორგანიზაციამ მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყო უახლესი მეტეოროლოგიური ტექნიკური საშუალებებით და 2012 წლიდან გეგმავს საავიაციო სინოპტიკოსების ახალი თაობის მომზადებას გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიურ ოფისთან არსებულ კოლეჯში, რომელიც აღნიშნულ სფეროში მოწინავე სასწავლებელს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში.
რადიოლოკაცია ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელმაც ასევე განიცადა განვითარება და სრულყოფა. თბილისის ტერიტორიაზე განთავსდა ორი სარადარო სისტემა, ქვეყნის რადიოსალოკაციო დაფარვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე დამონტაჟდა ახალი სარადარო სისტემები ქ. ფოთსა და ქ. სენაკში. ასევე მიმდინარეობს რეგიონალური აეროპორტების განვითარება, რომელიც მოიცავს ქ. ქუთაისსა და დაბა მესტიას. ქუთაისის აეროპორტში ინერგება ახალი სანავიგაციო სისტემები, მიმდინარეობს ახალი სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმის, ქუთაისი, სენაკისა და მესტიის რეგიონალური ოფისები დაკომპლექტებულია ადგილობრივი პერსონალით, რომელთა შერჩევაც ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

ყოველივე ეს ქართული ავიაციის განვითარებას ახალ პერსპექტივებს უსახავს, მათ შორის, გახდეს რეგიონის უმნიშვნელოვანესი ავია-ცენტრი. ჩვენს ქვეყანას კი მეტ შესაძლებლობას, უფრო ინტენსიურად განვითარდეს ტურიზმისა და საგარეო ვაჭრობის სფეროები.

from:http://economy.gov.ge/?category=4&lang=geo&item=922

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s