ფეხბურთელი ავიამეთვალყურეები

ქართველ ავიამეთვალყურეებს 23-27 ნოემბერს სპორტული ტურნირი ჰქონდათ ფეხბურთში. ტურნირი ყოველი წლის ნოემბრის ბოლოს ტარდება და მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების ავიამეთვალყურეები იღებენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავიადისპეჩერებს არამარტო თვითმფრინავების მოძრაობების მოწესრიგება შეუძლიათ უკიდეგანო სივრცეში, არამედ სპორტსაც კარდაგ ითავსებენ. წელს მეშვიდე შეხვედრა იყო ლიტვაში, სადაც საქაერონავიგაციის გუნდი ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად დასახელდა. თამაშები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა, ჩვენი გუნდი ძალებს არ იშურებდა საუკეთესო შედეგის მისაღებად, ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია და შარშანდელი ტურნირის გამარჯვებულ ბელორუსიის გუნდს დამსახურებულად მოუგეს 1:0. ასევე ჩვენი გუნდისთვის წარმატებულად დასრულდა ლიტვასთან და მოლდოვასთან გამართული თამაში.


გუნდის საუკეთესო მოთამაშედ თემური ჭეიშვილი დასახელდა, მეკარე კოსტა სანაია კატისებური ნახტომებით იგერიებდა ბურთებს, თავდამსხმელი ალექს თოდუა მეგრული ხრიკებით ატყუებდა მოწინააღმდეგეებს, დაცვაში მყოფი გიორგი სარალიძე კედელივით იცავდა ჩვენ გუნდს. მთლიანობაში ყველა მონაწილე ფორმაში იყო. საქაერონავიგაციამ ათგუნდიან ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა, საწყისი ორი თამაში პოლონეთ-უნგრეთთან ჩვენი გუნდისთვის წარუმატებლად დასრულდა.


ტურნირის ბოლო დღეს გამოსამშვიდობებელი საღამო იყო, სადაც ქართველ ავიამეთვალყურეებმა ფურორი მოახდინეს და ყველა პირდაპირი გაგებით აღაფრთოვანეს ქართული სადღეგრძეოლებითა და ცეკვა-სიმღერით. მომდევნო წელსაც ელოდებიან ჩვენ გუნდს უკვე მე-8 ტურნირზე. შპს “საქაერონავიგაცია” კი მიესალმება და ამაყობს ჩვენი ავიამეთვალყურეების შედეგებით, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სხვა შესაძლებლობებში.

შპს “საქაერონავიგაციამ” ტურნირთან დაკავშირებით მადლობის წერილი მიიღო ვილნიუსიდან.

Advertisements

One comment on “ფეხბურთელი ავიამეთვალყურეები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s