ბრიფინგ ოფიცრები რიგაში

შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ბრიფინგ ოფიცრები  ბათუმიდან და თბილისიდან  რიგის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრში სასწავლებლად გაემგზავრნენ. რიგაში სწავლის პერიოდი ოთხ კვირას მოიცავს, სადაც მათ ჩაუტარდებათ ბრიფინგ ოფიცრის ე.წ. „Basic Course“, რაც ნიშნავს სრული მასალის შესწავლას. აღნიშნული პროფესია ითვალისწინებს სააერნაოსნო ინფორმაციის მიღებასა და უზრუნველყოფას, როგორიცაა სარეისო გეგმები, წინა საფრენოსნო ბიულეტინები, ნოტამები და ა.შ.

სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციაში, სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა პერსონალის კომპეტენციას აღნიშნულ საკითხში.

სტუდენტების გზის, ცხოვრებისა და სწავლის ხარჯებს შპს“ საქაერონავიგაცია“ აფინანსებს. რიგის სასწავლებელში მიღებული სერტიფიკატი საერთაშორისო სტატუსისაა, რაც ხაზს უსვამს სასწავლებელში სწავლის დონეს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s