ახალი აეროპორტი და სანავიგაციო კოშკი ქუთაისში

2011 წლის 22 ოქტომბერს ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიაზე  ახალი თანამედროვე აეროპორტის და საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულ პროექტს შპს “საქაერონავიგაცია და შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ახორციელებენ ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია “UNStuido”-სთან ერთად. “UNStuido”დღესდღეისობით ერთ-ერთი მოწინავე არქიტექტურული კომპანიაა მსოფლიოში. მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიც გახლავთ მერსედეს-ბენცის მუზეუმი გერმანიის ქ.შტუდგარდში, ევროპის ცენტრალური ბანკის სათაო ოფისი გერმანიაში, ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ემირატებში, სინგაპურის ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსტეტი და სხვა.

“UNStuido” ქუთაისის აეროპორტის და სანავიგაციო კოშკის პროექტზე მუშაობს თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის მაგალითად კომპანია “Arup”-ი, რომელიც მსოფლიოში უპირობო ლიდერია საინჟინრო განხრით.

ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტის და ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკის მშენებლობა 2011 წლის 22 ნოემბრიდან დაიწყება, რაც იქნება ყველზე გამორჩეული და მაშტაბური პროექტი, რომელიც განხორციელებულა საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ქუთაისის განვითარების პროცესში.

ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული ძველი ქალაქის რეკონსტუქციის და 2012 წელს პარლამენტის შენობის გადატანასთან ერთად, ახალი თანამედროვე აეროპორტი დამატებით დატვირთვას შესძენს ამ რეგიონს.
ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამარტო რეგიონისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისათვის, რამდენადაც რეგიონში საგრძნობლად გაიზრდება ფრენების რაოდენობა, შესრულდება მრავალი საერთაშორისო რეისი მსოფლიოს ყველა მიმართულებით. საქართველოში ოპერირებას დაიწყებენ ე.წ “low cost” ავიაკომპანიები, რაც ხელს შეუწყობს როგორც უცხოელი ტურისტების მოზიდვას, ასევე უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფრენას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.


გარდა ამისა,  დასაქმდება მრავალი ადგილობრივი მოსახლე როგორც მშენებლობის დროს, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ. პროექტის დასრულება 2013 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s