როგორ სწავლობენ ქართველები ENAC-ში

ოქტომბერში 8 ქართველი ახალგაზრდა სასწავლებლად საფრანგეთის ქ. ტულუზაში გაემგზავრნენ ავიამეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად. მომავალი ავიამეთვალყურეების მესამე ნაკადი  მომდევნო წლის მაისში დაბრუნდება საქართველოში. პროგრამა შპს „საქაერონავიგაციის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მთლიანად აფინანსებს სტუდენტების სწავლის, ცხოვრების და სამოგზაურო ხარჯებს.

ახალგაზრდა ავიამეთვალყურეები სწავლებას საერთაშორისოდ აღიარებულ საავიაციო უნივერსიტეტ ENAC-ში გადიან. მათი მომავალი საქმიანობა იმ 45 საგნის შესწავლას ითხოვს, რომელიც აუცილებელია ავიამეთვალყურისთვის. პერიოდულად ისინი გადიან ტესტირებებსა და გამოცდებს, რომლის შედეგები შპს „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელობას ეგზავნება.

8 ქართველი სტუდენტი საფრანგეთში უკვე ერთი თვეა ცხოვრობს. მათი თქმით სწავლისთვის უმაღლესი პირობები არის შექმნილი, სასწავლებელი უზრუნველყოფილია ყველაფრით, რაც მათ საშუალებას აძლევს ისწავლონ, დაისვენონ და იმეცადინონ. სტუდენტებისთვის მთელი სასწავლო კვირა შედგება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით, შაბათ-კვირას კი მათ შეუძლიათ დაისვენონ და გაერთონ სასწავლებელშივე არსებული სპორტული კომპლექსებით.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s