კიდევ 8 ავიამეთვალყურე ENAC-დან საქართველოში!

შპს „საქაერონავიგაციის“ დაფინანსებით საქართველოს კიდევ 8 მოქალაქე ავიამეთვაყურის პროფესიას საფრანგეთში,  ქალაქ ტულუზაში დაეუფლებიან. ეს ახალგაზრდები საფრანგერთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ შეირჩნენ. მათ შეამოწმეს კონკურსანტების ინგლისური ენის დონე, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორი, თუ რამდენად შეესაბამებოდა ამა თუ იმ მონაწილის ფსიქოლოგიური დონე ავიამეთვალყურის პროფესიას. საქაერონავიგაცია უკვე მესამე წელია აგზავნის ახალგაზრდებს ENAC-ის სასწავლებელში ცოდნისა და პრაქტიკის მისაღებად, ამის ნიადაგზე ორგანიზაციას უკვე ოცამდე ავიამეთვალყურე ჰყავს, როლმებმაც საერთაშორისოდ აღიარებულ მსოფლიოს წამყვან სასწავლებელში მიიღეს ცოდნა.

სტუდენტებს სწავლისათვის მაქსიმალურად კარგი პირობები აქვთ შექმნილი, თითოეულს გააჩნია თავისი ინდივიდუალური ოთახი საცხოვრებელი ინვენტარით. სასწავლებელი უზრუნველყოფილია ბიბლიოთეკით, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის ოთახებით, სასადილო ოთახებით, სპორტული კომპლექსებით და სხვა. აღნიშნული სტუდენტები სასწავლებლად გასულ კვირას უკვე გაემგზავრნენ ტულუზაში, და საქართველოში მომდევნო წლის ზაფხულისთვის დაბრუნდებიან. სწავლის, გზის და ცხოვრების ხარჯების დაფინანსება საქაერონავიგაციის მიერ ხორციელდება.

Advertisements

One comment on “კიდევ 8 ავიამეთვალყურე ENAC-დან საქართველოში!

  1. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ 8 იღბლიანი ადამიანიდან ერთ-ერთი მე ვარ. დიდი მადლობა საქაერონავიგაციას ასეთი შანსის მოცემისათვის. სწავლას შევუდექით და იმედი გვაქვს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ქართული ავიაციის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას მოვახმართ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s