ICAO-ს ეგიდით გამართული სემინარი ბათუმში

2011 წლის 20-22 სექტემბერს ICAO-ს ეგიდითა და შპს “საქაერონავიგაციის” პატრონაჟით ქ. ბათუმში პირველად გაიმართა სემინარი ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სემინარს დაესწრო 42 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ სტანდარტებს და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება.

სემინარი უპრეცენდენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო. ის გახსნა ICAO-ს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა ბატონ ლუის ფონსეკა დე ალმეიდამ და მის მოადგილემ ბატონ ჯორჯ ფირიკანმა. შეხვედრაზე ფირიკანმა ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის საყოველთაო მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მთელი ინდუსტრიისთვის.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის 2008 წლის გადაწყვეტილებით ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2012 წლიდან გარკვეული სტანდარტები  იცვლება. აღნიშნული ცვლილებები გლობალური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტები უნდა შეიცვალოს მთელს მსოფლიოში, რაც თავის მხრივ  ჩიკაგოს კონვენციის წევრი სახელმწიფოებისგან  მოცემულ ვადებში ახალი სისტემების უპირობო დანერგვას  მოითხოვს. პირველ ეტაპზე ახალი სტანდარტები  უსაფრთცოების ხარისხის გაუმჯობსების მიზნით ფრენების გეგმების შეცვლას მოიცავს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s