მსოფლიოში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი

აშშ-ში მსოფლიოში ყველაზე გრძელი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 747-8 წარმოადგინეს. თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია Boeing-მა ახალი მოდელი 747-8 Intercontinental წარმოადგინა.

მის ბორტზე 476 ადამიანი თავსდება, ანუ 51 ადამიანით მეტი, ვიდრე – Boeing 747-ზე. ამასთან, მწარმოებლების ინფორმაციით, ახალი მოდელი ნაკლებ საწვავს მოიხმარს. თუმცა მისი ტევადობა Airbus A-380-ის პარამეტრებს ჩამორჩება, სამაგიეროდ, ეს ყველაზე გრძელი თვითმფრინავია მსოფლიოში. მისი სიგრძე 76,4 მეტრს შეადგენს.
ახალი თვითმფრინავის პრეზენტაცია Boeing-ის 10 000 თანამშრომლის, მათი ოჯახის წევრებისა და მიწვეული სტუმრების თანდასწრებით იმავე ანგარში გაიმართება, სადაც 1968 წელს Boeing-747 წარადგინეს.
747-8 Intercontinental-ს ახალი ფრთები, უფრო მახვილი ცხვირი, ყველაზე თანამედროვე ძრავა და ეკიპაჟის ახალი კაბინა აქვს. ავიაკომპანია Lufthansa-სა და Korean Air Lines-ისგან Boeing-მა უკვე 33 შეკვეთა მიიღო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s