3 წლის წინ განადგურებული საქართველოს სამოქალაქო რადარი

2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. რუსეთის სამხედრო ავიაცია იჭრებოდა საქართველოს საჰაერო ზონაში და ბომბავდა ქვეყნის ტერიტორიებს.
2008 წლის 9 აგვისტოს 00:30 საათზე რუსეთის ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო სენაკის მონოიმპულსური მეორადი დაკვირვების ლოკატორტან 150 მეტრის დაშორებით, ხოლო 11 აგვისტოს 04:37 საათზე რაკეტით მიიტანა იერიში სამოქალაქო სალოკაციო კომპლექსზე ASR-12 (პირველადი მონოიმპულსური დაკვირვების ლოკატორი) და იგი მთლიანად გაანადგურა. საქაერონავიგაციის ინჟინრებმა იერიშიდან რამოდენიმე წუთში მოახერხეს სათადარიგო რადარზე გადართვა. აღნიშნული რადარი საქაერველოს საჰაერო სივრცის მთელ ტერიტორიას ფარავდა და განადგურების შემდეგ ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს რაღაც პერიოდის  განმავლობაში ბრმად უწევდათ მუშაობა.

2008 წლის ოქტომბერში საქაერონავიგაციამ შეიძინა ახალი რადარი ფრანგული კომპანია THALES-ისგან და დაამონტაჟა აფეთქებული რადარის ადგილას.
მიუხედავად მიყენებული ზიანისა საქართველოს სანავიგაციო სისტემების მაღალი ხარისხი და ავიამეთვალყურეების კვალიფიკაცია ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოს საჰაერო სივრცეში.

დღეს საქაერონავიგაციის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები სამი წლის წინ დაბომბილი რადარის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, აქცია ხსოვნის კვირეულის ფარგლებში მიმდინარებდა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s