სამეთვალყურეო კოშკი ბათუმში

ბათუმში ახალი ტაუერის შენობა 2007 წლის მაისში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ტერიტორიაზე, სადაც ახლა ნავიგაციის შენობებია ადრე არაფერი არ იყო და შინაური ცხოველების საძოვრად იყო მონათლული. სანავიგაციო სისტემები კი ფაქტიურად არ არსებობდა, რაც ფრენებს მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებდა. განათება საფრენ ბილიკზე თავწატეხილი სამპანიურის ბოთლით ხდებოდა, ტერიტორია იყო მოუწესრიგებელი და ფრენებისთვის მნიშვნელოვნად საფრთხიანი.

სამშენებლო სამუშაოები აქ ზუსტად ხუთი წლის წინ  დაიწყო. საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული ამ ისტორიული საქმის შენებაში. პარალელურად ბათუმის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაც მიმდინარეობდა. მშენებლობის დაწყებიდან ათი თვის თავზე ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბათუმს უკვე ჰქონდა ახალი საფრენი ბილიკი თანამედროვე განათების სისტემებით, ჰქონდა ინსტრუმენტალურად დაფრენის სისტემა, უსაფრთხო ფრენებისთვის ყველა აუცილებელი სერვისი და მოკლედ, თავწატეხილი სამპანიურის ბოთლი ისტორიას ჩაბარდა. დღეს კი, ამ ზღვისპირა ქალაქის სამეთვალყურეო კოშკი საამაყოა ყველა რიგითი ბათუმელისთვის და მთელი საქართველოსთვის.

ბოლო ოთხი წლის მანძილზე ქალაქს მნიშვნელონად დაეტყო ტურისტული აქტიურობა. დაიგო ბევრი ახალი გზა და აშენდა ბევრი ლამაზი შენობა. აეროპორტიდან გაკეთდა გზა, რომელიც ზღვისპირის გავლით ქალაქის ცენტრში პირდაპირ გადის, ამ გზიდან კი ბათუმის სამეთვალყურეო კოშკი ძალიან კარგად ჩანს.

მიმდინარე წელს არსებულ ტაუერს გაუკეთდა რეკონსტრუქცია და ბათუმს ქათქათას თეთრი ქათქათა ტაუერი აქვს, ულამაზესი დიზაინის კოშკურა, როლმის ზუსტი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. დიზაინი იტალიელ სპეციალისტებმა დააპროექტეს და ქართველებთან ერთად წარმატებით შეასრულეს.

ულამაზესი შენობიდან დღითიდღე მეტი ფრენების უზრუნველყოფა ხდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s