საქართველოს საჰაერო სივრცეს კიდევ 16 ავიამეთვალყურე შეემატა

შპს „საქაერნავიგაცია“ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ინტენსიურად არჩევს ახალგაზრდა და ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს ავიამეთვალყურის პროფესიის დასაუფლებლად. ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში საქართველოშიც არ არის ამ პროფესიის შემსწავლელი ფაკულტეტი. საკმაოდ საპასუხისმგებლო პროფესია ითხოვს პერსონალისგან მაქსიმალურ მობილიზებას, ყურადღებას, პროფესიონალიზმსა და წვრილმან დეტალებზე დაკვირვებას. ავიამეთვალყურე უნდა იყოს ძალიან გაწონასწორებული, უნდა შეეძლოს მნიშვლელოვანი გადაწყველიტების მიღება  და პირდაპირ შეიძლება ითქვას-არასდროს უნდა იბნეოდეს. სწორედ ამიტომ საქაერონავიგაცია კონკურსის სახით არჩევს კანდიდატებს და თავისი ხარჯებით ასწავლის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. ივლისის ბოლოს საქართველოს საჰაერო სივრცეს კიდევ 16 ავიამეთვალყურე შეემატა, რომლებმაც ENAC-ის (École Nationale de l’Aviation Civile) უნივერსიტეტში დაეუფლენ პროფესიას. კანდიდატების შერჩევა საკმაოდ მკაცრად მიმდინარეობდა და კონკურსში მონაწილეებს  რამოდენიმე ეტაპის გავლა მოუხდათ, საბოლოო არჩევანი კი ENAC-დან მოწვეულ სპეციალისტებმა გააკეთეს.

სტუდენტები ხუთი თვის განმავლობაში საფრანგეთის ქ. ტულუზაში იმყოფებოდნენ და აქტიურად იყვნენ ჩართულები სწავლის პროცესში. საქაერონავიგაცია არამარტო სწავლის, არამედ მოგზაურობისა და იქ ცხოვრების ხარჯებსაც აფინანსებდა. სტუდენტები თეორიულ და პრაქტიკულ მეცადიეობებს გადიოდნენ და ის 45 საგანი შეისწავლეს, რომელიც ავიამეთვალყურისთვის არის აუცილებელი. სწავლის პროცესი საკმაოდ დატვირთული იყო, რადგან თითოეული თემის გავლის შემდეგ მათ გამოცდების ჩაბარება  უხდებოდათ. სწავლისთვის  მათ მაქსიმალურად კარგი პირობები ჰქონდათ შექმნილი.


სტუდენტები ეს ჯგუფი მეორე ნაკადია საქართველოდან, რომლებიც პროფესიას საფრანგეთში დაეუფლენ, პირველი ნაკადი საქართველოში 2010 წლის ზაფხულში დაბრუნდა და დღეს უკვე დამოუკიდებელი ავიამეთვალყურეები არიან. კანდიდატები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან შერჩეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის, ბათუმისა და კოპიტნარის აეროპორტებში გადანაწილდებიან. მესამე ნაკადის შრჩევა კი, რომლებიც ისევ ტულუზაში ისწავლიან, თითქმის დასრულებულია და მიმდინარე წელს გაემგზავრებიან წამყვან უნივერსიტეტში სასწავლებლად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s