ყველაზე განსხვავებული დიზაინის სამეთვალყურეო კოშკი საქართველოში

მათთვის ვინც ავიაციაში მეტნაკლებად ჩახედულია და მათთვისაც ვისაც ავიაციასთან პირდაპირი შეხება არ აქვს, სამეთვალყურეო კოშკი წარმოდგინდება როგორც ტიპიური, ხანდახან ძალიან ლამაზი შენობა მაღალი სვეტით. მსოფლიოში უამრავი განსხვავებული დიზაინისა და სილამაზის სამეთვალყურეო კოშკურაა, თუმცა ისეთი, როგორიც საქართველოში იქნება არსად არ არის. ავიაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხო ფრენებია, რომელიც საქართველოში ზედმიწევნით კარგად სრულდება, ეს კი არამარტო მომუშავე პერსონალის დამსახურებაა, არამედ იმ სანავიგაციო აღჭურვილობებისაც, რომლებიც დღეს საქართველოს გააჩნია.

ბათუმში, საქართველოს ზღვისპირა ქალაქში, რომელიც ყოველ წელს მეტად და მეტად ლამაზდება, , ფრენების რაოდენობა საგრძნობლადაა მომატებული. სწორედ ამიტომ ბათუმში ყველაზე თანამედროვე დიზაინის სამეთვალყურეო კოშკი იქნება, რათა ჩვენი დამსვენებლები უფრო მეტად მოვიზიდოთ განსხვავებული გემოვნებითა და უცხო სილამაზით.

ბათუმში არსებულ სამეთვალყურეო კოშკურას რეკონსტრუქცია უკეთდება და ეს იტალიური ფირმის პროექტია. იტალიელი და ქართველი სპეციალისტები ერთობლივად აწარმოებენ სამუშაოებს. სამუშაოები კი საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s