პირველი “მობილური ტაუერი” საქართველოში

ბოლო პერიოდში საქართველოში აეროპორტებისა და საფრენი ბილიკების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, იგეგმება არსებული აეროპორტების (მაგ. კოპიტნარის აეროპორტი) მოწყობა თანამედროვე სტანდარტებით და ასევე,  ბევრი პატარა აეროპორტის მშენებლობა (როგორიცაა ზუგდიდის აეროპორტი).
სწორედ ამიტომ საქართველოში პირველად გამოჩნდა „მობილური ტაუერი”, რომელიც აბსოლუტურად იდენტურია თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ ტაუერებთან, და რომლის გადაადგილებაც არის შესაძლებელი. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი ფრენებს უფრო უსაფრთხოს გახდის ისეთ პატარა აეროპორტებში, სადაც სანავიგაციო სისტემები ჯერ არ არის დამონტაჟებული. მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე, როგორც სარეზერვო ტაუერი. მას შეუძლია დღეში 10-დან 450-მდე ფრენის უზრუნველყოფა, აღჭურვილია JOTROV-ის ფირმის თანამედროვე ციფრული რადიოსადგურით, მართვის პლანშეტური პულტებით, ავარიული განათების სისტემით, პოდრაციული შუქურით, ხმის ჩამწერით, ამინდის მაუწყებელი სისტემით, კონდიციონერით, UPS-ით. ტაუერში 2-4 ავიამეთვალყურის სამუშაო ადგილია. იგი მიწის ზედაპირიდან 8 მეტრი სიმაღლით მაღლა იწევა, და არ სჭირდება არანაირი ამწე საშუალება.

ტაუერი კომპანია „HOST SYSTEM”-ის პროექტია, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ასეთი ტაუერები ბევრ სხვა ქვეყანაში გამოიყენება. პირველი „მობილური ტაუერი” კომპანიის მიერ 2001 წელს გაიყიდა, და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ათი წლის განმავლობაში ტაუერის დიზაინი და ფრენების უზრუნველყოფის სისტემა უფრო დაიხვეწა, საქართველოში არსებული მობილური ტაუერი კი ერთ-ერთი საუკეთესოა კომპანიის მიერ წარმოებულ ტაუერებს შორის.

მობილური ტაუერი ამჟამად  ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზეა განთავსებული და მიმდინარეობს სინჯვითი სამუშაოები, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად მონაწილეობენ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s