ქართველები საჰაერო ბურთის შექმნის სათავეებთან იდგნენ!

1783 წლის ნოემბერში, როდესაც პარიზელები თვალს ადევნებდნენ პირველი საჰაერო ბურთების: მონგოლფერისა და შარლერის ფრენას, მრავალ ათას ფრანგ მაყურებელს შორის ერთი ქართველიც ერია. საქართველოს ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში დაცულია “სიტყვა საჰაერო ფრენებზე” – მიმართვა მეფე ერეკლეს. ჩვენი თანამემამულე დაწვრილებით აღწერს ამ ფრენებს და საკუთარ მონათხრობს სურათებსაც ამატებს. აღსანიშნავია, რომ სხვა უამრავ მნიშვნელოვან დეტალთან ერთად, ისეთებს, როგორიცაა ბურთის აგებულება, საწვავი და სხვა.  ქართველი თავის მეფეს უყვება, რომ პილოტებმა თან წაიღეს ღვინო და ზუსტად ასახელებს ბოთლების რაოდენობას.

საქართველოში ჰაერნაოსნობის პირველი შემთხვევა თითქმის 80 წლის შემდეგ დაფიქსირდა. მის შესახებ პირველი ცნობა რუსულენოვან გაზეთ «Кавказ»-ში 1864 წელს გვხვდება. გაზეთის 39-ე ნომერში წერია: “კვირას, 24 მაისს, გ.ფ. გალიანის იტალიური დასი, მუშტაიდის ბაღში, მდინარე მტკვრის თავზე, 300 არშინის სიმაღლეზე, საქვეყნოდ აჩვენებს დიდ საჰაერო ” ASSANSION”-ს.

დღეს ძნელია თქმა, ვინ იყო იტალიელი გალიანი და რა იგულისხმებოდა ფრანგულ სიტყვა «ascension»-ში (აფრენა, აწევა). სკეპტიკოსებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ საქმე ეხება ჰაერში ტანმოვარჯიშეებს. მაგრამ 1874 წელს, ამავე გაზეთის მე-60 ნომერში ქვეყნდება მასალა, რომლის გარშემოც კამათი უკვე აღარ შეიძლება: “კოლონიაში, მონ-პლეზირის ბაღში, 26 მაისს, გაუშვებენ საჰაერო ბურთს ადამიანით, ზუსტად 6 საათზე.” სამწუხაროდ, გაზეთში აღარაფერს ამბობენ, ვინ იყო ის მამაცი ადამიანი და რა სახის ფრენას განახორციელებდა იგი. სწორედ ამიტომ, მიჩნეულია, რომ საქართველოში საჰაერო ბურთით პირველი თავისუფალი აფრენა ფრანგმა პილოტმა – კავალერმა ბედემ შეასრულა. ეს ფაქტი დაფიქსირებულია ადგილობრივ პრესაში. 1882 წლის 10 ნოემბერს მუშთაიდის ბაღიდან ბედე მონგოლფერით აფრინდა, ჰაერში 200-300 მეტრზე ავიდა და შორიახლოს დაეშვა. ამ ფრანგმა თბილისში რამდენიმე ეგზოტიკური აფრენა შეასრულა. გაზეთი «Кавказ»-ი 1882 წელს, # 321-ში იტყობინება: “კვირას, 5 დეკემბერს, მუშთაიდის ბაღის ახლოს, ცნობილი ფრანგი აერონავტი, ბატონი ბედე, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა თავისი ფრენებით, განახორციელებს მესამე აფრენას ცოცხალ ვირთან ერთად. კავალერი ბედე სრულიად დარწმუნებულია, რომ თბილისის პუბლიკა არ დატოვებს მას უყურადღებოდ. დასწრების ფასი 50 კაპიკი. ბურთის აფრენა დაიწყება შუადღის 2 საათზე.”

10 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა ჰაერნაოსნობის ოსტატი ოგიუსტ გორდონი. ის აბრეშუმის საჰაერო ბურთით იუნკtრების მოედნიდან (დღეს დავით აღმაშენებლის პროსპექტი) აფრინდა, ბურთს კალათის ნაცვლად ტრაპეცია ჰქონდა მიბმული. ჰაერში ოგიუსტი აკრობატულ ნომრებს ასრულებდა, შემდეგ კი პარაშუტით დაბლა ეშვებოდა. უდავოა, რომ ის ღირსეული პილოტი იყო, მაგრამ თბილისში უამრავი უსიამოვნება მოჰქონდა ქარს, რომლის გამოც ფრენა რამდენჯერმე გადაიდო. ჰაერში ვირთან ერთად გორდონიც აფრინდა. ფრენის დროს ის ცხოველზე იჯდა, საწყალი ვირი შიშისგან საშინლად ყროყინებდა. ვირი უბრალო სულაც არ იყო, ის იმ დროისათვის თბილისში საყოველთაოდ ცნობილ მედუქნეს აბრაგუნეს ეკუთვნოდა. ამის შესახებ პოეტი და ისტორიკოსი იოსებ გრიშაშვილი თავის წიგნში “ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემაში” იუწყება.

ოგიუსტის გამგზავრების შემდეგ თბილისელმა მეწარმეებმა პალადოვმა, გუმიაშვილმა და ბაქრაძემ გადაწყვიტეს, ქალაქში კომერციული ჰაერნაოსნობისთვის დაედოთ სათავე. ერთ დღეს, სახალხო სეირნობის დროს, ალექსანდრეს ბაღში მათ ფრანგების მსგავსად, საჰაერო ბურთი ვირთან ერთად აუშვეს. აქ ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა. ქართველებს შორის არავინ აღმოჩნდა, ვინც ბურთით ჰაერში ასვლას მოინდომებდა, მით უფრო ვირთან ერთად და ცხოველსაც მარტო მოუწია გაფრენა. ბურთი ავლაბარში, მეტეხის ციხის შორიახლო დაეშვა. როდესაც ბიზნესმენები იქამდე მივიდნენ, ვირი კალათში აღარ აღმოჩნდა, ის უკვე მოპარული იყო. იდეის ავტორები იძულებულები გახდნენ, ვირის მფლობელისთვის ზარალი აენაზღაურებინათ. თვითმხილველთა მტკიცებით, ბიზნესმენები 20 მანეთით დაზარალდნენ, იმ დროისთვის ეს საკმაო თანხა იყო. ამით საქართველოში კომერციული ჰაერნაოსნობის ისტორია 100 წლით შეჩერდა.

1889 წელს, თბილისში მცირე ხნით დაფუძნდნენ ცნობილი რუსი ჰაერნაოსნები, და-ძმა დრევნიცკები. მათ მიერ განხორციელდა მამაცური ფრენების მთელი სერია. ისინი ჰაერში თითქმის 450 მეტრის სიმაღლეზე ადიოდნენ და იქიდან საჰაერო ბურთით ეშვებოდნენ. დაშვების დროს კი სავარჯიშო ნომრებს ასრულებდნენ და პუბლიკას აღაფრთოვანებდნენ.

1908 წელს საქართველოში ჩამოვიდა მფრინავ ტაილორის ოჯახი. მათ წარმატებით დაიწყეს ტურნე ბათუმში, შემდეგ კი ქუთაისში გადავიდნენ. სწორეს აქ, 1910 წლის 15 მარტს მოხდა ტრაგედია, რომლის დროსაც ოჯახის ერთი წევრი, პილოტი ჰუგო ტაილორი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. ამას დაერთო ბურთის გარსის ავარიულb მდგომარეობა, თუმცა ოჯახი მოსახლეობის თხოვნით ჰაერში მაინც ავიდა. აეროსტატმა 50 მეტრსაც ვერ ააღწია, ძლიერმა ქარმა ის მდინარე რიონის მიმართულებით წაიღო, სადაც ჩამოვარდა კიდეც. დაშვებისას ჰუგომ სერიოზული ტრავმა მიიღო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მთელი ქუთაისი აცილებდა პილოტს უკანასკნელ გზაზე. მის საფლავზე დღემდეა შემონახული წარწერა “მფრინავი ჰუგო ემილის ძე ტაილორი დაიღუპა 15/III-1910 წელს, საღამოს 5 საათზე”.

პირველი ქართველი ჰაერნაოსანი

1927 წ. 22 იანვარს ჰაერნაოსნობის ენთუზიასტმა, ვლადიმირ გარაყანიძემ, სტარტი აიღო მოსკოვიდან ხელნაკეთი, 300მ3 მოცულობის აეროსტატით.მას ჩაფიქრებული /ქონდა ქ.გორკიში გადაფრენა. გზა შორი არ იყო და პილოტი ვარაუდობდა დაბინდებამდე დაჯდომას. ბურთს გონდოლა არ /ქონდა. გარსზე მიაბეს თოკები და ზედ ხის ფიცარი საბავშვო საქანელას მსგავსად. გარაყანიძე დაჯდა ზედ ფიცარზე და 17 გრაlუსიან ყინვაში მედგრად გაეშურა ცისკენ. თუმცა პილოტი არ ჩამოფრენილა არც საღამოს, არც შემდეგ დღეს. 24 იანვარს ფრენის მარშრუტზე დაიწყეს გაყინული ჰაtრნაოსნის სხეულის ძებნა. ძებნამ შედეგი არ გამოიღო.

გარაყანიძის ბედის ამბავი მოვიდა ერთი კვირის შემდეგ. პილოტი მოყოლილა ძლიერ საჰაერო ნაკადში, რომელმაც იგი წაიყვანა სრულიად სხვა მიმართულებით. სამი დღე ის იჯდა თავისი აეროსტატის ფიცარზე, მშიერი, გაყინული, თოკებს ჩაბღაუჭებოდა. ბურთს ქარი საშინლად ათამაშებდა, ატრიალებდა. ფრენა მიმდინარეობდა სრულ ნისლში და დასრულდა ჩრდილოეთ დვინის გუბერნიაში 702(!) კმ-ის მოშორებით სტარტის ადგილიდან. მიყრუებული სოფლის მცხოვრებლებს, სადაც მას დაჯდომა მოუხდა, აუხსნა რომ მოსკოვიდან იყო, ციდან ჩამოფრინდა, ძალიან სცივა და შია. დაჯდომის ადგილიდან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე, სადაც ტელეგრაფი იყო, გარაყანიძე კიდევ ოთხი დღე-ღამე მარხილებით მიდიოდა. დაკეცილი აეროსტატი მან უვნებლად თან წამოიღო. მოსკოვის გაზეთი “Известия” ამასთან დაკავშირებით წერდა: “გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამხ.გარაყანიძემ თავისი ფრენით დაამყარა სპორტული ჰაერნაოსნობის მსოფლიო რეკორდი”.

ვლადიმირ გარაყანიძის რეკორდი არ იყო შემთხვევითი თავგადასავალი. მომავალში იგი გახდა ცნობილი ჰაერნაოსანი, შეასრულა ბევრი სარეკორდო ფრენა სითბურ აეროსტატებზე, მათ შორის იალბუზის მწვერვალზე დაჯდომა. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ამ ადამიანის ბიოგრაფიიდან: გარაყანიძის ერთ-ერთ მოსწავლეთაგან იყო ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად სერგეი კოროლიოვი, მომავალში – საბჭოთა კოსმონავnიკის ფუძემდებელი. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჰაერნაოსნობის ისტორია კიდევ უფრო დიდი ხნით ჩერდება. მეოცე საუკუნის საქართველოში, სწორედ ისევე, როგორც მთელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არც სპორტული და არც კომერციული ჰაერნაოსნობა არ არსებობდა.

თანამედროვე ჰაერნაოსნობის ისტორია საქართველოში 2005 წელს იწყება. იმ დროიდან ჰაერნაოსნობის განვითარებაv საქართველოში სისტემატიური სახე მიიღო. დაფუძვდა “ჰაერნაოსნობის პირველი კლუბი”რომელსაც შემდეგ გადაერქვა სახელი ”სკაი ტრეველ” საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტმა კლუბს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გადასცა, რითაც მან ავიაკომპანიის სტატუსი მიიღო, აგრეთვე კლუბმა მიიღო უფლება აწარმოოს პილოnების სკოლა და აეროსტატიკური საფრენი აპარატების ტექმომსახურების ცენnრი. საქართველოს აერონავიგაციაv კლუბს საფრენ ზონებად საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორია გადასცა.
2005 წლიდან სითბური აეროსტატები საქერთველის ცაში სისტემატიურად დაფრინავენ.

from:http://www.balloons.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s