უძველესი ავიაკომპანია

იცით თუ არა რომ დღეისთვის არსებული ავიაკომპანიეებიდან უძველესს  ავიაკომპანია – ჰოლანდიის სამეფო ავიახაზები(KLM)  წარმიოადგენს.

კომპანიის დაარსების დღე 1919 წლის 7 ოქტომბერია. პირველი ფრენა  ამსტერდამი – ლონდონის მიმართულებით 1920 წელს შესრულდა. იმ დროს მგზავრებიდან ბორტზე მხოლოდ ორი ჟურნალისტი იმყოფებოდ,ა რომლებსაც თბილი ჯემპრები ეცვათ და თბილი ქუდები ეხურათ, რადგან იმ პერიოდში ღიაა კაბინები იყო.

პირველი სამგზავრო რეისი კი  ჰოლანდიის სამეფო ავიახაზებმა 1924 წელს ამსტერდამიდან ბატავიის მიმართულებით  განახორციელა. 1929 წლიდან კი დაიწყო რეგულარული რეისების შესრულება. იმ პერიოდისთვის ეს ფრენა  ყველაზე ხანგრძლივ ფრენად ითვლებოდა, რადგან მანძილი ამსტერდამიდან ბატავიამდე 11000კმ შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრენა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა 24 შუალედური დაფრენით. იმ დროს სამეფო ავიახაზები ფრენებს  FOKKER F.VII – ტიპის თვითვმფრინავით ასრულებდნენ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 5-6 მგზავრზე იყო გათვლილი.

ასევე საინტერესოა ბილეთის ღირებულებაც – თანამედროვე ვალუტას რომ შევადაროთ ბილეთის ფასი 20000 ევროს უტოლდებოდა.
1930 წლეების ბოლოს KLM-მა ფრენების შესრულება DOUGLAS DC-2 ტიპის თვითმფრინავებით დაიწყო , რამაც სანახევროდ შეამცირა ფრენის ხანგრძლივობა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s