საქართველოს საჰაერო ძალები

1992 წლის 1 იანვარს საქართველოში საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის შტაბი ჩამოყალიბდა , რომელიც 1993 წელს მთავარ შტაბად გარდაიქმნა. 1998 წელს საჰაერო თავდაცვა გაერთიანდა საჰაერო ძალებში, ხოლო 2010 წლიდან კი საჰაერო ძალები სახმელეთო ძალებს შეუერთდა.
1992 წლის 19 სექტემბერს საჰაერო ძალების პირველი ფრენა იზალნი ცერცვაძემ  განახორციელა. მან გადაუფრინა „თბილავიამშენის“ საჰაერო ტერიტორიას SU-25 ტიპის საჰაერო ხომალდით, გარდა ამისა, ამ დროს MI-25 ტიპის საბრძოლო ვერტმფრენები ღებულობდნენ მონაწილეობას აფხაზეთის რეგიონის საბრძოლო ოპერაციებში. ამიტომ, 19 სექტემბერი საჰაერო ძალების დღედ გამოცხადდა.

1992-93 წლებში საქართველოს საჰაერო ძალები აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთის საბრძოლო მისიებში. კონფლიქტის პერიოდში საქართველომ დაკარგა ექვსი SU-25 ტიპის თვითმფრინავი, ერთი MI-24 და რამოდენიმე ვერტმფრენი. საბრძოლო მისიების უმეტესი SU-25 ტიპის საჰაერო ხომალდებით ხორციელდებოდა. იმ პერიოდს რამოდენიმე გამოცდილი პილოტიც ემსხვერპლა.


1994 წლის მონაცემებით საქართველოს საჰაერო ძალებს ჰყავდა შვიდი SU-25, სამი საბრძოლო MI-24, ხუთი MI-8, ორი MI-2T, ოთხი YAK-52, და ექვსი AN-2 ტიპის საჰაერო ხომალდები. მომდევნო წლებში საქართველომ სხვადასხვა ქვეყნებიდან, უკრაინა, რუსეთი, ამერიკა, აზერბაიჯანი, მიიღო სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები-L-29, UH-1, MI-24, MI-14, ხოლო 2004 წლის შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გაამრავლა საფრენი აპარატის რაოდენობა და სახეობები.

2008 წლის მარტიდან რუსეთის ავიაციამ არაერთხელ მიიტანა იერიში საქართველოს საჰაერო ძალების ხომალდებზე, და აგვისტოს ომის პერიოდში  რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს. თუმცა, საქართველოს საჰაერო ავიაცია ბოლომდე ასრულებდა თავის მისიას და გამანადგურებელი იერიში მიჰქონდა მტერზე.

საქართველოს საჰაერო და სახმელეთო ძალები ქვეყნის მუდმივ სადარაჯოზე დგანან და აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სამშობლოს დასაცავად.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s