Fly Cruiser: მფრინავი იახტა და სუბმარინა

კონცეპტები ეს ის სფეროა, სადაც ტექნიკა და შემოქმედება იკვეთება. და ამიტომაც, რაც უფრო ფანტასტიკურია კონცეპტი, მით უკეთესი, მთავარია დიზაინრული ნაწილი ლამაზად გამოიყურებოდეს და სინამდვილესთან ახლოს იყოს. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ფილ პოლის (Phil Pauley) ახალი ნამუშევარი, რომელმაც პრემიუმ-კლასის სატრანსპორტო საშუალების კონცეპტი წარმოადგინა, რომელშიც იახტის, სუბმარინისა და თვითმფრინავის თვისებებია გაერთიანებული.

იახტის სახელია Fly Cruiser, იგი აღჭურვილია დასაკეცი ფრთებით: ორი ჰორიზონტალური მას ჰაერში სწევს, ხოლო ერთი ვერტიკალური წყლისგან მოწყვეტისას სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს. რა თქმა უნდა, ამ სისტემაში ყველაფერი ავტომატიზებულია, და რეჟიმების გადართვა ღილაკზე დაჭერით ხორციელდება; აფრენა მაშინ ხდება, როდესაც Fly Cruiser ანვითარებს სიჩქარეს 100 კვანძი ან 185 კმ/სთ.


ამისათვის მძლავრი ძრავია საჭირო, ამიტომ ავტორმა რეაქტიული ძრავი ამოირჩია. და რაღა თქმა უნდა, ზღვაში მოგზაურობა სრულფასოვანი ვერ იქნებოდა წყალქვეშა სივრცეების გამოკვლევის გარეშე, ამიტომ Fly Cruiser-ს დამატებითი წყალგაუმტარი კორპუსი აქვს და წყალქვეშა ნავის რეჟიმში მუშაობს.

საინფორმაციო რესურსი: http://coolest-gadgets.com

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s