ბრიტანელების საცდელი თვითმფრინავი ელერონების გარეშე დაფრინავს

მას შემდეგ, რაც ძმებმა რაიტებმა თვითმფრინავი შექმნეს, საფრენი აპარატების მართვა ელერონების და სხვა ფრთის მსგავსი ელემენტების მეშვეობით ხდება. მართვის ასეთი სისტემები თვითმფრინავების კონსტრუქციას ართულებს, ამძიმებს, აძვირებს, აეროდინამიკას აუარესებს და რაც მთავარია, ზრდის საფრენი აპარატების დაზიანების ალბათობას. ამიტომ, მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ გზებს, რომ თვითმფრინავის მართვა გამარტივდეს.

ფრთების თანამედროვე მართვის საშუალებები არამხოლოდ თვითმფრინავის დახრას და ამგვარად მართვას ემსახურება, არამედ დაბალი სიჩქარით ფრენისას, ფრთებზე მოქმედ ამწევ ძალასაც არეგულირებენ, რითაც თვითმფრინავის აფრენასა და დაშვებას უზრუნველყოფენ. თუმცა, ინჟინრები მათ შემცვლელ საშუალებებს დიდი მონდომებით ეძებენ.
რამდენიმე ათეული წელია, სხვადასხვა აეროკოსმოსური კომპანიები ეგრეთ წოდებული კოანდას ეფექტის (რუმინელ მეცნიერ ანრი კოანდას მიერ აღმოჩენილი ფიზიკური მოვლენა) თვითმფრინავების სამართავად გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, ექსპერიმენტები კრახით მთავრდებოდა.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ბრიტანული აეროკოსმოსური და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი ”BAE სისტემზია”, რომელსაც პარტნიორობას კრენფილდის უნივერსიტეტის მეცნიერები და კიდევ ცხრა ორგანიზაცია უწევს. მათ შექმნეს საფრენი აპარატი, რომლის ფრთაშლილობა მხოლოდ 2.5 მეტრია, წონა 90 კილოგრამი, სიჩქარე კი – 278 კმ/სთ.
რა თქმა უნდა, ”დემონ-ზე” გამოყენებულ ტექნოლოგიებს კომერციული თვითმფრინავების შექმნისას ჯერ არავინ გამოიყენებს. თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ მალე უპილოტო საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავებში ”ფრენის თხევადი კონტროლის” პრინციპით მომუშავე მართვის სისტემები დაინერგოს. ადრე თუ გვიან კი, ისინი დიდ ავიაციაშიც გამოჩნდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s