ახალი რადიოლოკაციური სადგური ფოთში

საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახალი რადარი ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. ახალი სისტემა საფრენი აპარატის სიგნალს 400 კილომეტრის რადიუსში, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში იჭერს. რადიოსალოკაციო სადგური ფრანგულმა კომპანია „თალესმა” აღჭურვა. იგი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

შპს „საქაერონავიაგცია“-მ და Thales ATM-მა განახორციელეს სამი რადიოსალოკაციო სადგურის პროექტი:

1) თბილისში, ქვიშიანის მთაზე მეორადი, სატრასო რადიოსალოკაციო სადგური, პროექტი განხორციელდა 2008 წელს

2) საფრანგეთის და საქართველოს მთავრობებს შორის 2008 წელს გაფორმებული კონვენციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე პირველადი და მეორადი რადიოსალოკაციო სადგური, პროექტი განხორციელდა 2009 წელს

3) ქ.ფოთის აეროპორტის მიმდებარე ტერიოტორიაზე მეორადი სატრასო რადიოსალოკაციო სადგური, პროექტი დასრულდა 2011 წლის აპრილში. აღნიშნული პროექტების განხორციელების საფუძველზე სრულად მოხდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების ორმაგი მეორადი რადიოლოკაციური ველით გადაფარვა, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას მისცემს სრულად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ნორმები რადიოლოკაციის სფეროში, განამტკიცოს და გაზარდოს ქვეყნის სატრანზიტო სტატუსი.
ფრანგული კომპანია Thales Group მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ კოსმოსური, სამხედრო, კომუნიკაციების, უსაფრთხოების, საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების წარმოებაზე. ის ამ დარგში ერთ -ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.

საქართველოს პრეზიდენტი ტულუზაში მყოფ 16 ახალგაზრდასაც გაესაუბრა, რომლებიც იქ საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტში სწავლობენ. მათი შერჩევა საფრანგეთიდან მოწვეული ექსპერტების მიერ მოხდა, ცხოვრებისა და სწავლების ხარჯებს მთლიანად საქაერონავიგაცია ანაზღაურებს.
ახალგაზრდები, რომლებიც ამ საერთაშორისო უმაღლეს სასწავლებელში იღებენ განათლებას, საქართველოს რეგიონებიდან არიან. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შერჩევის ასეთი მეთოდი გამართლებულია, რადგან მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობა სწორედ რეგიონებში მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საფუძველს უყრის ფოთის ახალ საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ბათუმს, ანაკლიასა და მესტიას მთელ მსოფლიოსთან დააკავშირებს. მისი თქმით, ფოთის აეროპორტს სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტების მოზიდვას.


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s