რეგულარული რეისები თბილისი-ბათუმი-თბილისი აპრილიდან

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მის ნებისმიერ ქალაქში მოხვედრა ავტოტრანსპორტით სულ რამოდენიმე საათში არის შესაძლებელი, მაინც აქტიურად დგას საკითხი ფრენების დანიშნვის შესახებ.  აპრილიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში რამოდენიმეჯერ შესრულდება, რომელსაც ორი ავიაკომპანია განახორციელებს, ერთი უკვე კარგად ცნობილი კანადური კომპანია KENN BOREK AIR, რომელიც რამოდენიმე თვეა თბილისიდან მესტიაში ასრულებს ფრენებს, და მეორე, უფრო კარგად ცნობილი ჩვენი AIRZENA , რომელსაც ქართული ავიაბაზრის უმეტესი წილი უჭირავს. ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მგზავრების რაოდენობა უფრო გაიზრდება და მისასალმებელია ავიაკომპანიების მხრიდან ასეთი ინიციატივა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მგზავრების მხრიდან მოთხოვნა უნდა არსებობდეს რეისისებზე, მოთხოვნა კი ბილეთის ფასის ხელმისაწვდომოებაში გამოიხატება. რაც უფრო ნაკლები იქნება ბილეთის ფასი-მით მეტი იქნება მგზავრი. თუმცა გასაგებია ის ფაქტიც, რომ რეისები ავიაკომპანიებისთვის მომგებიანი უნდა იყოს, და ერთი რეისის შემოსავალი ცოტა მაინც უნდა აღემატებოდეს ხარჯებს. დღეს კი ბილეთის ფასის სავარაუდო ღირებულება AIRZENA 138 ლარია ერთი გზა, ხოლო KENN BOREK AIR კი დაახლოებით 170 ლარი ორივე მიმართულებით.

რეისები შემდეგ დღეებში შესრულდება:
AIRZENA – 30 მარტიდან 15 აპრილამდე -ოთხსაბათს და პარასკევს.

18 აპრილიდან 6 მაისამდე- ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

7 მაისაიდან 29 ოქტომბრამდე- ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს.

KENN BOREK AIR – 1 აპრილიდან 1 ივლისამდე ყოველ პარასკევსა და კვირას.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ აეროპორტის სალაროებს.

ზემოთ მოცემული ინფორმაცია განახლებადია და ცვლილების შემთხვევაში აუცილებლად მოგაწვდით სიახლეებს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s