ათი წუთი, რომელიც უფრო მეტია

23:50 წუთია…
უკანასკნელი მგზავრი ამოდის ბორტზე…
იკეტება კარიც.
მოძრაობს თვითმფრინავი.
-„სულ ცოტაც და ავფრინდებით-თქვა ნინომ, რომელიც მიმჯდარიყო ფანჯარასთან და თვალებგაბრწყინებული იყურება გარეთ.
-„დღეს ორმაგი რაოდენობის ღვინო დაგვჭირდება“-ფიქრობს გამცილებელი, რომელიც უხსნის მგზავრებს თუ როგორ უნდა შეიკრან უსაფრთხოების ღვედები და როგორ გამოიყენონ სამაშველო ჟილეტები.
-„ალბათ ჩავფრინდებით ახალ წლამდე“-ამბობს მეთაური და უყურებს ამინდს.
-„ათი წუთიღა დარჩა“-ეუბნება მას ტექნიკოსი.
-„აფრენამდე?“
-„არა, ახალ წლამდე“
-„არა ჩემო ჯიმშერ, ეს ის ათი წუთი როდია, ამ წელში რომ დაგვრჩა, ეს უფრო მეტია…“-პასუხობს მეთაური.

ხომალდი სცილდება ხმელეთს.
-„ნახეთ რა ლამაზია, რამდენი ფეიერვერკია…“-იძახის ვიღაცა. ყველანი ფანჯარაში არიან.
-„ზემოდან დანახული ახალი წელი საოცრებაა, ასეთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ნახავ“-ამბობს ვიღაცა.

უკვე ღამის 12 საათია.
-„ახალ წელს გილოცავთ“-ესმის მეთაურს ხმა ხმელეთიდან, იქვე ჰაერში მყოფი მეორე ბორტიც ალაპარაკდა, მერე მესამეც, ხმელეთიც კავშირზეა და ჰაერში მყოფი თვითმფრინავები ულოცავენ ერთმანეთს ახალი წლის მოსვლას.
თვითმფრინავში ხმაურია, მეთაური ამბობს თავის მოსალოც სიტყვას, შამპანიურის გახსნის ხმა ისმის, ზოგს ღვინო უნდა, ზოგს კონიაკი, გამცილებლები ფუსფუსებენ. ვიღაცას თოვლის ბაბუის ქუდი ახურავს, ვიღაცა სადღეგრძელოს ხმამაღლა ამბობს… ახალი წლის ხმაურია ჰაერში.
-“ჩვენ მივუსწრებთ ახალ წელს“-ამბობს ნინო.
-„კი მაგრამ, უკვე ახალი წელია“-პასუხობს ვიღაცა.
-„ეს აქ არის და ჩვენ ქალაქში ის ორ საათში მოვა“-პასუხობს ნინო.
-„ხო, მართალია, და ჩვენც ორჯერ შევხვდებით ახალ წელს“-ერევა ჭაღარა.

ხომალდი ხმელეთს ეხება.
23:50 წუთია…
ქალაქი ახალ წელს ხვდება
-„ის ათი წუთი მართლაც იმაზე მეტი ყოფილა…“-ამბობს ტექნიკოსი
-„ასე მხოლოდ ავიაციაშია“-პასუხობს მეთაური.

Advertisements

One comment on “ათი წუთი, რომელიც უფრო მეტია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s