თვითმფრინავის გამტაცებლები – უშიშროების არქივიდან

1970 წლის 15 ოქტომბერს 1335 სთ-ზე (ადგილ. დროით) ბათუმის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი AH-24 46 მგზავრით (მ. შ. იყო 4 წლის ბავშვი), სოხუმის მიმართულებით გაფრინდა. 7-8 წთ-ის შემდეგ ეკიპაჟთან კავშირი შეწყდა. ფოთსა და ქობულეთს შორის საჰაერო ლაინერი 1800 შემობრუნდა, რამდენიმე წუთში 500-600 მ სიმაღლეზე ბათუმის აეროპორტს თავზე გადაუფრინა და გეზი თურქეთისკენ აიღო. თვითმფრინავმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ღრუბლებში გაუჩინარდა. საბჭოთა კავშირში გაუგონარი ფაქტი მოხდა. საბჭოთა სივრციდან თვითმფრინავი დაუგეგმავი მიმართულებით გაფრინდა. ის თურქეთში, ტრაპზონის აეროპორტში დაეშვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა  ეკიპაჟის 2 წევრი დაჭრეს, და მოკლეს ბორტგამცილებელი ნ. კურჩენკო.

“ორი უცნობი მოქალაქე”, ანუ თავდამსხმელები, ნებაყოფლობით ჩაბარდნენ თურქეთის სამართალდამცავებს, იარაღი ჩააბარეს და თავშესაფარი ითხოვეს.

18 ოქტომბერს აჭარის ასსრ და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამსახურებმა უკვე კარგად იცოდნენ, თუ ვინ იყო ის “ორი უცნობი მოქალაქე”, რომლებმაც საბჭოთა კავშირში გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს: ლიტველი მამა-შვილი – პრანას და ალგირდას ბრაზინსკასები. ისინი იმავე თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ სოხუმიდან, რომელიც გაიტაცეს. ბათუმამდე მგზავრობისას მათ კარგად შეისწავლეს ეკიპაჟის შემადგენლობა და დააზუსტეს ყველა წვრილმანი, რაც მათი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი იქნებოდა. ბრაზინსკასებმა უკან, სოხუმში, დასაბრუნებელი ბილეთები ბათუმში იმავე დღეს შეიძინეს და დაიკავეს პირველი რიგის “ბ” და “გ” ადგილები.

თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში ალგირდას ბრაზინსკასმა გამოიძახა ბორტგამცილებელი. ნადეჟდა კურჩენკოს პრანასმა უბრძანა, მფრინავებთან კონვერტი მიეტანა, რომელშიც ჩამოთვილი იყო მთელი რიგი შესასრულებელი ბრძანებები. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაემუქრა.

ალგირდას ბრაზინსკასმა მგზავრების დასაშინებლად და მათზე კონტროლის დასამყარებლად სალონში ორჯერ ისროლა.

მდგომარეობა საშინელი და პრაქტიკულად უიმედო იყო. თვითმფრინავს ჩამოვარდნის საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ თავდამსხმელთა გეგმამ გაამართლა და თვითმფრინავი ტრაპზონის აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა.

თურქეთის სამართალდამცავებმა თავშესაფრის მაძიებელი მამა-შვილი დააპატიმრეს, დაჭრილებსა და სტრესის ქვეშ მყოფ მგზავრებს კი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასტუმროში დააბინავეს და მეორე დღეს ბათუმში დააბრუნეს.

მამას, პრანას სტასიო ბრაზინსკასს  მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა. შვილს, ალგირდას პრანო ბრაზინსკასს კი, ვინაიდან იგი არასრულწლოვანი იყო, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო პროცესს არც მამა და არც შვილი არ დასწრებია.

მას შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, ეს საქმე წლების განმავლობაში სრულიად საიდუმლოდ დარჩა. საჰაერო ლაინერის ეკიპაჟის წევრები კი მოგვიანებით “ტექნიკური გაუმართაობის გამო” თურქეთის აეროპორტში თვითმფრინავის უვნებლად დაშვებისა და მგზავრთა გადარჩენისათვის დაჯილდოვებულ იქნენ.

წყარო: http://archive.security.gov.ge

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s