ანდებში დაკარგული თვითმფრინავი

მსოფლიო ავიაციის ისტორიაში არის ავიაკატასტროფის ბევრი შემთხვევა, რომლებიც  ფატალური შედეგით დასრულდა,  მაგრამ არის ერთი ამბავი, რომელიც დაუჯერებელი სინამდვილეა. ეს ამბავი კი 1972 წლის 13 ოწტომბერს დაიწყო. რეისი ნომრით 571 ურუგვაიდან ჩილესკენ აფრინდა, რაგბის კლუბის ახალგაზრდა ბიჭები სანტიაგოში სათამაშოდ მიდიოდნენ. მათ თან ახლდათ ოჯახის წევრები და მეგობრები.


აფრენიდან რამოდენიმე საათში ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და ეკიპაჟის დაუდევრობის გამო თვითმფრინავი ანდების მთებში ჩამოვარდა. თოვლში ჩარჩენილი ხომალდი ორად იყო გახლეჩილი. 45 ადამიანიდან 12 ჩამოვარდნის დროს დაიკარგა, 5 კი მეორე დღეს დილით დაიღუპა. დარჩენილი 27 ადამიანიდან ბევრი ტრამვირებული იყო. საშინელ სიცივეში ნახევარ ხომალდში შეყუჟული ბიჭები და გოგონები დახმარებას ელოდნენ, ლოდინი კი ამაო გამოდგა. რამოდენიმე დღის შემდეგ მავთულით რადიო სიხშირე დაიჭირეს, სადაც გაიგეს, რომ სამაშველო სამსახურმა უშედეგოდ დაასრულა მათი ძებნა და ყველანი დაღუპულად იყვნენ გამოცხადებულები.


ზამთრის საშინელი ყინვა იყო, ბევრმა ვერ გაუძლო, ცოცხლად დარჩენილი ადამიანები კი საკვებს ეძებდნენ და სხვა რა გზა ჰქონდათ, პროტეინებით მდიდარი ადამიანის ხორცით იკლავდნენ შიმშილს. ასე გავიდა ორი თვე. ცოცხალი მხოლოდ 16 დარჩა. ბოლოს ნანდო პარადომ და რობერტო კანესამ გადაწყვიტეს წასულიყვნენ გადასარჩენად. 12 დღე-ღამე თოვლში, ყინვაში და ქარში იარეს ანდების მთებში და ბოლოს პუენტო ნეგროს სოფელს მიადგნენ. იქ დაინახეს ერთი მწყემსი, რომელმაც აცნობა ადგილობრივ მთავრობას გადარჩენილთა ამბავი, შემდეგ კი საშველად ანდებში დარჩენილ მეგობრებთან ვერტმფრენით გაემგზავრნენ. რომის პაპმა გადარჩენილებს მიუტევა ადამიანის ხორცით კვება. იქ, სადაც ხომალდი ჩამოვარდა, ხშირად ადიან გადარჩენილები და მათი ახლობლები და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.

Advertisements

2 comments on “ანდებში დაკარგული თვითმფრინავი

  1. საშინელი ტრაგედიაა. ალბათ ბევრმა ინატრა ჩამოვარდნისთანავე დაღუპულიყო.
    რომის პაპმა კი მიუტევა, მაგრამ მათთვის მთელი ცხოვრება საშინელი ტრავმა იქნებოდა.

  2. ნანდო პარადოს წიგნი წავიკითხე ახლახანს. არ არსებობს მსგავსი გამაოგნებელი ამბავი. ეს ისტორია უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ადამიანის გაფრენა მთვარეზე. ვერცერთი ფანტასტიკის ჟანრის მწერალი ვერ მოიგონებდა მსგავს ამბავს და თუ მოიგონებდა არავინ წაიკითხავდა, მე პირადად ძალიან აბსურდულ ფანტაზიად მომეჩვენებოდა. არადა ეს რეალობაა და არსებობს ხალხი ვის თავყეც ამ ყველაფერმა გადაიარა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s