ხმა, რომელიც ზრუნავს ჩვენზე

ალბათ გაინტერესებთ, რომელი პროფესია ითვლება მსოფლიოში ყველაზე რთულ და საპასუხიმგებლო პროფესიად. ყველას თავისი სუბიექტური აზრი გააჩნია ამის შესახებ და ეს თემა სადავოა. ყველა პროფესიას აქვს თავიანთი სირთულე, დანიშნულება, ხიბლი, პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, ასე რომ, ჩამოსათვლელი კიდევ ბევრია. ადამიანი იბადება და ხან თვითონ ირჩევს პროფესიას, ხან კიდევ ცხოვრების დინების შედეგად აღმოჩნდება ამა თუ იმ სფეროში. თუმცა ფაქტი ერთია-ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი საქმე, რომ ის კარგად გამოუვიდეს, თუ უყვარს-ესე იგი მისი კარგად შესწავლის სურვილიც აქვს, და თუ კარგად იცის-ესე იგი პროფესიონალია.

პროფესიონალები ყველა დარგშია, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, დროსა და ენერგიას არ იშურებენ საქმის უკეთ შესრულებსთვის. ყველა პროფესიას პასუხისმგებლობის განსხვავებული დატვირთვა აქვს. არსებობს პროფესია, რომელთა პროფეიონალიზმზე დამოკიდებულია ჩვენი მომავალი, ჯანმრთელობა, ცოდნა და ჩვენი სიცოცხლე. როგორ ფოქრობთ, ითვლება ყველაზე რთულ პროფესიად ის, რომელსაც პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს? ალბათ მეთანხმებით….ალბათ იცით რომ ჩვენი მომავალი ქვეყნის კეთილდღეობაზეა დამოკიდებული, ჩვენი ცოდნა მასწავლებლის ენერგიაზე, ჩვენი ჯანმრთელობა ექიმის ხელშია და ჩვენი სიცოცხლეც მისი პროფესიონალიზმის განმსაზღვრელია. და კიდევ…..
ალბათ გიმგზავრიათ თვითმფრინავით, და იცით რომ ხომალდს მართავს მეთაური, რომლის ხელში ათობით და ხანდახან ასობით ადამიანის სიცოცხლეა, და ათასობით კილომეტრში, ხმელეთზე არის ადამიანი, რომელსაც იგივე პასუხისმგებლობა აქვს, რომლის პროფესიონალიზმზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული და რომელსაც შეცდომის უფლება არ აქვს… ადამიანი, რომლის ერთი სიტყვა განსაზღვრავს ყველაფერს. ავიამეთვალყურე-მსოფლიოში ერთ-ერთი რთული და მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელსაც უდიდესი ხიბლი და ინტერესი გააჩნია. ავიამეთვალყურე, რომელიც შემდეგ შეიძლება ქუჩაშიც შეგვხდა, და არ ვიცით რომ იქ, ათასობით კილომეტრში მისი ხმა ისმოდა, ხმა-რომელმაც იზრუნა ჩვენზე…

საერთაშორისო მოთხოვნები, რომელსაც ყველა ქვეყანა ემორჩილება ითხოვს ავიამეთვალყურის მაღალ პროფესიონალურობას, და ხმა, თუ ის ათასობით კილომეტრში გაისმის, ესე იგი პროფესიონალის ხმაა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s