ახალი სარადარო სისტემის ინსტალაცია ფოთში

ფოთში  ახალი სარადარო სისტემის ინსტალაცია მიმდონარეობს. სისტემა ფრანგული კომპანია THALES-ის წარმოებისაა და რადიოლოკაციის დარგში უახლესი ტექნოლოგიის ნიმუშს  წარმოადგენს . ყველა თანამედროვე ფუნქციით აღჭურვილი სისტემა შპს „საქაერონავიგაცია“-ს საშუალებას მისცემს სრულად დააკმაყოფილოს საერთაშორისო ნორმები რადიოლოკაციის სფეროში, განამტკიცოს და გაზარდოს ქვეყნის სატრანზიტო სტატუსი და გაზრდილი ტრაფიკით მიღებული შემოსავლები მიმართოს მომავალი ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის, რაც მუდმივად აუცილებელია სამოქალაქო ავიაციის მზარდი მოთხოვნილების პირობებში.

რადიოლოკაცია, კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო სისტემებთან ერთად საჰაერო სივრცის მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს  წარმოადგენს. ის აუცილებელია, როგორც საქართველოს საჰაერო სივრცის გადამკვეთი საჰაერო ხომალდების მართვის, ასევე საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ოპერაციების უზრუნველყოფისათვის. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და EUROCONTROL-ის მოთხოვნების თანახმად, ყველა აეროპორტი   ორმაგი (გარანტირებული) მეორადი რადიოლოკაციური გადაფარვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

კომპანია „THALES“-ი წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემებისა და სამოქალაქო რადარების წარმოებაში და სანავიგაციო საშუაელბების ბაზრის წილის 70%-ზე მეტი უკავია. „THALES”  თავის მომხმარებელს ინტეგრირებულ გადაწყვეტილებებს თავაზობს: აფრენიდან დაფრენამდე, აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოძრაობის ეფექტური მართვა, საჰაერო ხომალდთან მონაცემთა გაცვლა და სხვა.

ახალი სარადარო სისტემის დამონტაჟება და ტექნიკური ოფისის მშენებლობა ფოთში უკვე მიმდინარეოს და სავარაუდოდ ნოემბრისთვის დასრულდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s