ომი ჰაერში (პირველი მსოფლიო ომი)

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის აეროპლანები ჯერ ახალი ხილი იყო. მათ იყენებდნენ როგორც დაზვერვისთვის ასევე დასაბომბად. ომის დასაწყოსში ლიდერობდნენ გერმანული თვითმფრინავები, ისინი რეგულარულად უტევდნენ დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეთა პოზიციებს. მხოლოდ 1916 წლის ივლისში ინგლისურმა F-2-მა და ფრანგულმა “ნიუპორ ბეიბიმ” გაათანაბრეს მდგომარეობა. ეს თვითმფრინავები ტექნიკურად უკეთესები იყვნენ ვიდრე გერმანული “აინდეკერები”. გერმანელებმა მალე შექმნეს უკეთესი თვითმფრინავები და შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა, ისინი მიფრინავდნენ მთელი ესკადრილიებით, 14 თვითმფრინავით.

1917 წლის აპრილში ბრიტანელებმა დაკარგეს 150 თვითმფრინავი და 316 მფრინავი, რის გამოც ამ თვეს “სისხლიანი აპრილი” შეარქვეს. ამ თვეში გერმანელებმა ჰაერში ბატონობის პიკს მიაღწიეს. შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა, ფრანგებმა გამოუშვეს თვითმფრინავები “სპადი” და “ნიუპორ-17”. ინგლისელებმა კი “სოპვიჩ პაპი” და “სოპვიჩი” გამოუშვეს.

ავიაციის ძირითადი დანიშნულება დაზვერვა იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა საჰაერო ბრძოლები დასავლეთ ფრონტზე არ იყო იშვიათობა. ინგლისელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის თვითმფრინავები – “DH-4” და “DH-9”, გერმანელებმა “AEG”, ფრანგებმა კი “ბრეგე”. ესენი იყო მგომბავი თვითმფრინავები.

ბომბავდნენ იარაღის საწყობებს და შტაბებს. ისინი ასევე ბომბავდნენ და ტყვიათმფრქვევებით ცხრილავდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარისკაცებს, ამრიგად შეტევისას ესხმარებოდნენ თავის ჯარებს და იძლეოდნენ ბრძოლის მიმდინარეობაზე ინფორმაციას. 1917 წლის ნოემბრიდან, კამბრეს ბრძოლის შემდეგ თვითმფრინავები და ტანკები ერთად ახორციალებდნენ შეტევებს.

დასავლეთ ფრონტზე ჩატარებული ბრძოლის მოდელი განმეორებული იყო აღმოსავლეთ ფრონტზეც საბერძნეთშიც და ახლო აღმოსავლეთშიც.

ამის გარდა ავიაცია გამოიყენებოდა ზღვაზე დასაზვერად. თვითფრინავებს ძალიან მცირე რადიოსზე შეეძლოთ ფრენა, ამიტომ დაზვერვისთვის დირიჟაბლებსაც იყენებდნენ. დაიწყო ჰიდრო თვითფრინავების მშენებლობა, რომლებსაც წყლიდან აფრენა უნდა შეძლებნოდათ. ჰიდროთვითმფრინავების წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოყენებასაც ცდილობდნენ, მაგრამ იმ მიზეზის გამო რომ მათაც მზირე რადიოით შეეძლოთ ფრენა, ეს გეგმა არ აღმოჩნდა ეფექტური. ამერიკელებმა გამოუშვეს ახალი ტიპის ჰიდროთვითმფრინავები – “მფრინავი ნავები” რომლებსაც დაბომბვაც შეეძლოთ და ჰაერში 6 საათამდე ჩერდებოდნენ. გერმანელებმა საპასუხოდ თავისი მოდელები გამოუშვეს ჩრდილოეთ ზღვაზე საპატრულოდ. აქაც ხშირად იმართებოდა საჰაერო ბრძოლები.

იგივე მიზნებისთვის გამოიყენებოდა დირიჟაბლებიც. დირიჟაბლს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მას 48 საათი შეეძლო ჰაერში ყოფნა, ნაკლი კი იყო, რომ მარტო კარგ ამინდში შეეძლო ფრენა. 1917 წელს სამხედრო გემების გემბანებიდან სოპვიჩ-პაპები ფრინდებოდნენ და ჯგდებოდნენ. ავიამზიდები ჯერ არ იყო, ამიტომ ასეთი მანევრებისთვის მფრინავს დიდი შრომა სჭირდებოდა. უბედური შემთხვევებიც ხდებოდა. ამიტომ გამოუშვეს გემი რომელსაც ასაფრები და დასაჯდომი გემბანები ჰქონდა.

ამრიგად ეს პირველი მაშტაბური ომი იყო რომელშიც ფართოდ იქნა გამოყენებული ავიაცია და განსაზღვრა სამხედრო ავიაციის განვითარება.

წყარო:http://ka.wikipedia.org/wiki/პირველი_მსოფლიო_ომი

დატოვე კომენტარი