რაკეტული ვერტმფრენი Dragonfly


თქვენს წინაშე საკმაოდ არაორდინალური დიზაინის მქონე პერსონალური საფრენი აპარატია, რომელშიც ორი მშვენიერი იდეაა გაერთიანებული: რაკეტა და ვერტმფრენი. ეს შერწყმა შემზარავად მხოლოდ სიტყვიერად ჟღერს, თორემ თავად ვერტმფრენი “ჭრიჭინა” (Dragonfly) ძალიან დამყოლი და მარტივად სამართავი მანქანაა.

მამოძრავებელი ძალის სახით წყვილი კომპაქტური ძრავი გამოიყენება, რომლებიც ძირითადი როტორის ლაპოტების ბოლოებშია დამაგრებული. ისინი წყალბადის ზეჟანგზე მუშაობენ, თითოეული 0.68 კგ-ს იწონის, ხოლო ძრავების ჯამური სიმძლავრე ასეთი წონისთვის დაუჯერებელ 204 ცხენის ძალას შეადგენს. ამის შემდეგ, ადვილი დასაჯერებელია შემქმნელთა სიტყვები იმის შესახებ, რომ 104-კილოგრამიანი “ჭრიჭინა” 180 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს… გამონაბოლქვი? წყლის ორთქლი. აი, ასეთია ინჟინრული ჰარმონია.

Dragonfly იგივე ზეჟანგზე კი არ მუშაობს, ჩვენ აფთიაქებში რომ უხვად იყიდება. “ჭრიჭინასთვის” აუცილებელი ნაერთი სამედიცინო სითხესა და ფეთქებადსაშიშ სარაკეტო კონცენტრატს შორის იმყოფება. ვერტმფრენის ძრავები წყალბადის ზეჟანგის ხრწნის მარტივ პრინციპს დამატებითი ქიმიქატების გარეშე იყენებენ. თუმცა, ერთი ნაკლი კონსტრუქციას მაინც აქვს – ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვერტმფრენი, “ჭრიჭინა”-ს საკმაოდ ბევრს “მიირთმევს”. საათნახევრიან ფრენას საწვავის 16,5 გალონი (საწვავის საწყაო; ინგლისში =4.54 ლიტრს, ამერიკაში =3.78ლ), რაც ფულად ერთეულებში გალონზე $4 საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოდის.

მართვის სიმარტივე, საინტერესო ძრავთა სისტემა, მაღალი სიჩქარე – დადებითი მხარეებია. თუ კი თქვენ საწვავის მაღალ ღირებულებასთან შეგუებას აპირებთ, მაშინ ღირს გაიგოთ, რა ღირს Dragonfly-ის ერთადგილიანი ვარიანტი: სულ რაღაც $120 ათასი.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s