ვლადიმერ გარაყანიძე — პირველი ქართველი ჰაერნაოსანი.

ვლადიმერ გარაყანიძეზე ბიოგრაფიული ცნობები მწირია.  მის მიერ განხორციელებული ფრენის შესახებ ინფორმაცია საგაზეთო სტატიებიდან შეგვიძლია შევიტყოთ. ერთ-ერთი ასეთი ცნობით, 1927 წ. 22 იანვარს ვლადიმერ გარაყანიძემ სტარტი აიღო მოსკოვიდან ხელნაკეთი, 300 მ3 მოცულობის აეროსტატით. მას  ქ. გორკიში გადაფრენა ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს გზა პილოტს სავარაუდოდ ერთი დღის განმავლობაში უნდა დაეფარა. ბურთს გონდოლა არ ჰქონდა. მას გარსზე  თოკები მიაბეს და ზედ ხის ფიცარი – საბავშვო საქანელას მსგავსად დაამაგრეს. პილოტი ამ ფიცარზე უნდა მჯდარიყო 17 გრადუსიან ყინვაში. თუმცა პილოტი არ ჩამოფრენილა არც იმ საღამოს და არც შემდეგ დღეს. 24 იანვარს ფრენის მარშრუტზე დაიწყეს გაყინული ჰარნაოსნის სხეულის ძებნა. ძებნა უშედეგოდ დასრულდა.

გარაყანიძის ბედი ერთი კვირის შემდეგ გაირკვა. პილოტი მოყოლილა ძლიერ საჰაერო ნაკადში, რომელმაც იგი სხვა მიმართულებით წაიყვანა. ფრენა მიმდინარეობდა სრულ ნისლში და დასრულდა ჩრდილოეთ დვინის გუბერნიაში 702 კმ-ის მოშორებით სტარტის ადგილიდან. მიყრუებული სოფლის მცხოვრებლებს, სადაც მას დაჯდომა მოუხდა, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, ის ციდან ჩამოფრენილი „ანტიქრისტე“ ჰგონებიათ. დაჯდომის ადგილიდან უახლოეს რკინიგზის სადგურამდე, სადაც ტელეგრაფი იყო, გარაყანიძე კიდევ ოთხი დღე-ღამე მარხილებით მიდიოდა. დაკეცილი აეროსტატი მან უვნებლად თან წამოიღო.

მოსკოვის გაზეთი „Известия“ ამასთან დაკავშირებით წერდა: „გუშინ გახდა ცნობილი, რომ ამხ. გარაყანიძემ თავისი ფრენით დაამყარა სპორტული ჰაერნაოსნობის მსოფლიო რეკორდი“. მომავალში გარაყანიძე ამ ინციდენტის გახმაურების წყალობით ცნობილი ჰაერნაოსანი გახდა. მას შესრულებული აქვს მრავალი სარეკორდო ფრენა სითბურ აეროსტატებზე, მათ შორის იალბუზის მწვერვალზე დაჯდომა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s