მოგზაურობა კოსმოსში

კოსმოსში მოგზაურობის მსურველთათვის განკუთვნილმა ხომალდმა პირველი საფრენი გამოცდა გაიარა

კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსში მოგზაურობის მსურველი ტურისტებისთვის განკუთვნილი ხომალდის – SpaceshipTwo – პირველი საფრენი გამოცდა ჩაატარა, იტყობინება AFP.

გამოცდა, რომლის დროსაც SpaceshipTwo ჰაერში თვითმფრინავმზიდმა – WhiteKnightTwo – აიტანა, კალიფორნიის შტატში, მოჰავას უდაბნოში მდებარე პოლიგონზე ჩატარდა. Virgin Galactic-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირველმა საცდელმა ფრენამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, წარმატებით ჩაიარა.

პირველი კერძო რაკეტოპლანი – SpaceShipTwo, რომლის მშენებლობასაც ბრიტანელი ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი აფინანსებს, კოსმოსური ფრენებისთვის იქნება განსაზღვრული (დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ის სიმაღლეზე).

როგორც დაგეგმილია, SpaceShipTwo-ს 16 კმ-ის სიმაღლეზე თვითმფრინავმზიდი WhiteKnightTwo აიტანს, შემდეგ კი რაკეტოპლანი დამოუკიდებლად გააგრძელებს ფრენას, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s