ქართული სუ-25უბ

შემმუშავებელი: . . სუხოის სახელობის საკონსტრუქტორო ბიურო (რუსეთი), “თამთბილავიამშენი” (საქართველო).

ქარხნის მიერ სერიულად იწარმოება 1995 წლიდან. სუ–25 მიეწოდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის სამხედროსაჰაერო ძალებს.

დანიშნულება:

სასწავლოსაბრძოლო, ორადგილიანი თვითმფრინავი გამოიყენება მფრინავი შემადგენლობისათვის პილოტირების ტექნიკის, დღითა და ღამით მარტივ და რთულ მეტეოპირობებში თვითმფრინავით მოძრაობის და ამავე პირობებში ხილული მიზნების მიმართ მისი გამოყენების სწავლებისათვის.

მოკლე ცნობები თვითმფრინავის შესახებ:

თვითმფრინავი წარმოადგენს ბგერამდელ მცირესიმაღლიან ორადგილიან მონოპლანს მომატებული საბრძოლო სიცოცხლისუნარიანობით და მანევრირების მაღალი მახასიათებლებით ფრენის მცირე სიჩქარეებზე.

თვითმფრინავი საშუალებას იძლევა მოხდეს მისი ექსპლუატაცია ბეტონირებული ასაფრენდასაფრენი ზოლიდან და თოვლისაგან გაწმენდილი გაყინული გრუნტიანი აეროდრომებიდან, ასევე აეროდრომის მაღალმთიანი მდებარეობის (ზღვის დონიდან 3000 სიმაღლეზე) პირობებში.

თვითმფრინავის რადიოტექნიკური მოწყობილობა უზრუნველყოფს თვითმფრინავის კავშირს მიწისზედა ობიექტებთან და თვითმფრინავებთან თვითმფრინავის მოქმედების სიმაღლისა და რადიუსის ყველა დიაპაზონში, ასევე საპასუხო გამოსაცნობი სიგნალების გაგზავნას.თვითმფრინავზე დამონტაჟებული ახლო და შორეული ნავიგაციის რადიოტექნიკური სისტემები უზრუნველყოფს ფრენას და დაშვებას დღეღამის ნებისმიერ დროს, მარტივ და რთულ მეტეოპირობებში.

ამ ვიდეოში არის კადრები სუ 25 გამოცდის შესახებ:

წყარო: aviacia.do.am და army.ge
…ვარშანიძე…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s