Dreamliner ავიაშოუში მონაწილეობას პირველად მიიღებს

Dreamliner-ის უახლესი “ბოინგი 787” უკვე ინგლისშია, რათა ყოველწლიურ ავიაშოუში მონაწილეობა მიღოს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავიაშოუზე ჩვენს ახალ თვითმფრინავს წარვადგენთ”,  – განაცხადა Boeing Commercial Airplanes-ის ხელმძღვანელმა ჯიმი ალბაუმ.

Boeing-ის ფლაგმანი სხვა სერიული სამგზავრო ლაინერებისგან მსუბუქი კომპოზიტური მასალების ფართო გამოყენებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ Dreamliner-ის სერიული წარმოების დაწყება ორი წელი გაჭიანურდა.

მაშინ, როცა ლაინერზე საუბარი ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, Dreamliner რევოლუციურ პროექტად ითვლებოდა. მას შემდეგ კონკურენტი კომპანიები გულხელდაკრეფილნი არ მჯდარან. მსგავს სერიას ამზადებს Airbus, რომელსაც А350 ერქმევა. ვიწროფუზელაჟიანი თვითმფრინავების შექმნაზე საუბრობენ რუსეთსა და ჩინეთშიც.

“ბაზარი იცვლება, – აღიარებს ალბაუ. – ახლა მრავალი კომპანია ფლობს უახლეს ტექნოლოგიებს და შესაბამისად, აქვს ამბიცია. თუმცა კონკურენციის არსებობა ძალიან კარგია, რადგან მისი წყალობით ჩვენ უკეთესები ვხდებით”.

Boeing Commercial Airplanes-ის შეფი ვარაუდობს, რომ ახალი თვითმფრინავი ბაზარზე 50 წელი მაინც იქნება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

…ქველიძე…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s