როგორ ხდება საჰაერო მოძრაობის მართვა

თქვენ ალბათ შეგინშნავთ სამეთვალყურეო კოშკი აეროპორტების სიახლოვეს. ეს ის ადგილია, საიდანაც საჰაერო მოძრაობის მართვა ხორციელდება. ავიამეთვალყურეები უზრუნველყოფენ საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო, თანმიმდევრულ და დროულ მართვას, უამრავი ტექნოლოგიის გამოყენებით.

თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი

ავიამეთვალყურეები, რომლებიც აკონტროლებენ საჰაერო მიმოსვლას აეროპორტის ტერიტორიაზე, პასუხისმგებლები არიან თვითმფრინავის უსაფრთხო აფრენასა და დაფრენაზე, ასევე ინსტრუქციებს აძლევენ პილოტებს თვითმფრინავის გაჩერებისას. ისინი ტაუერიდან უყურებენ საჰაერო ხომალდს და ნებართვას აძლევენ პილოტებს, როდის და როგორ აფრინდნენ, დაეშვან და გაჩერდნენ.  მათი ფუნქციაა მართონ თვითმფრინავების მოძრაობა აეროპორტის ტერიტორიაზე და რამდენიმე მილის რადიუსის ფარგლებში. ტაუერის მეთვალყურეები ასევე აკონტროლებენ ყველანაირი მანქანის მიმოსვლას სამანევრო ბილიკზე. მართვა ვიზუალურად ხდება.

ავიამეთვალყურეები სამეთვალყურეო კოშკი

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი აფრინდება და გაცდება ტერმინალის საჰაერო სივრცეს, (როდესაც ის დაახლოებით 20 მილის რადიუსით დაშორდება აეროპორტს.) პასუხისმგებლობას სხვა ავიამეთვალყურე იღებს, რომელთაც en-route ანუ „სატრასო“ მეთვალყურეებს უწოდებენ. მისი ფუნქციაა თვითმფრინავის უსაფრთხო, გადაადგილება საჰაერო სივრცეში მანამ, სანამ იმ აეროპოტს არ მუახლოვდება, სადაც ის უნდა დაეშვას, ან არ გადაკვეთს ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

ავიამეთვალყურეები, საქაერონავიგაცია

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ en-route ავიამეთვალყურეები საერთოდ ვერ ხედავენ იმ თვითმფრინავს, რომლის მოძრაობასაც აკონტროლებენ. ისინი სარადარო სისტემების, წყალობით მართავენ საჰაერო სივრცეს, რათა თვითმფრინავებმა ერთმანეთისაგან დაშორებით, უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად იფრინონ.

 

საჰაერო მოძრაობის მართვა საქართველოს საჰაერო სივრცეში შპს “საქაერონავიგაციის“ მიერ  ხორციელდება, რომლიც საქართველოს საჰაერო სივრცეში და თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა დამესტიის აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონაში საჰაერო მოძრაობის მომსახურებასა და ფრენის უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s