NASA კოსმიური აპარატების გაშვების ჰორიზონტალურ სისტემაზე მუშაობს


კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრმა (ა.შ.შ) შემოგვთავაზა კოსმიური ხომალდების გაშვების ახალი კონცეფცია.
წაწვეტებული ფორმის აპარატი, რომელიც აღჭურვილია საჰაერო-რეაქტიული ძრავით, უნდა ფრინდებოდეს თავისით, სპეციალურ ელექტულ რელსებზე გაქანების შემდეგ. როდესაც აპარატი თერთმეტიათას კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს (მ10), ატმოსფეროს ზედა ფენებში აპარატი გაისვრის პატარა კონტეინერს, რის შემდეგაც გადის ორბიტაზე.
პროექტის ხელმძღვანელი სტენ სტარი აღნიშნავს, რომ სისტემას არ წირდება ახალი ტექნოლოგიების გამოგონება. ” ყველა ელემენტი უკვე შექმნილი ან გამოკვლეულია, — ამბობს მეცნიერი. — ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ ამ ყველაფრის გამოყენებას იმაზე უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ეხლა გამოიყენება”.
მაგალითად ელექტრონული რელსები უკვე დიდი ხანია ამოძრავებს ვაგონებს ატრაქციონ ამერიკულ მთებზე. განსხვავება იმაშია, რომ მათი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 100კმ/სთ-ია. ეს საკმარისია სტუმრის გასართობად, მაგრამ კოსმიური აპარატის გასაშვებად მინიმუმ ათჯერ გაუმჯობესებული მონაცემები იქნება საჭირო. ამის გარდა, რელსების მანძილი, რომელიც აღჭურვილია ასეთი ამაჩქარებელი მოწყობილობით, უნდა აღემატებოდეს 3 კილომეტრს.
საბედნიეროდ სამუშაოები ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. პროტოტიპები ( მაგრამ პატარა მასშტაბებში) აწყობილია მარშალის სახელობის კოსმიური ფრენების ცენტრში ალაბამას შტატში და ასევე ზემოთ ნახსენებ კენედის ცენტრში.
პროგრამა X-43A და X-51-ის ფარგლებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ რეაქტიულ აპარატებს შეუძლიათ საკმაოდ დიდი სისწრაფის აკრეფა ასეთი სისტემების მეშვეობით.
პროექტის განსახორციელებლად სტენ სტარი მოუწოდებს გაერთიანებისკენ NASA-ის იმ დეპარტამენდებს, რომელებსაც ერთმანეთთან უაშუალო კავშირი არ აქვთ და ათი წლის განმავლობაში ისინი შეეცდებიან გაუშვან პირველი უპილოტო თვითმფრინავი ხოლო შმდეგ თანამგზავრი.

from: http://hi-tech.ge

NASA მომავლის თვითმფრინავის ძიებაში

ორი წლის წინ, აშშ-ის ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ (NASA) წამოიწყო საინტერესო პროგრამა (ფუნდამენტალ აერონაუტიკს პროგრამ), რომლის მიზანიც, მომავლის თვითმფრინავის შესახებ, ავიაკომპანიების და ავიაინდუსტრიასთან შეხების მქონე სახვადასხვა კომპანიების და ინსტიტუტების აზრის შესწავლაა.

ამ საქმისთვის სააგენტომ 12.4 მილიონი დოლარი გამოჰყო. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შესთავაზეს, რომ მათ ეკონომიური, ჩუმი და შედარებით სუფთა გამონაბოლქვის მქონე ლაინერების ესკიზური პროექტები შეემუშავებინათ. მნიშვნელობა არ ჰქონდა საფრენი აპარატების მგზავრტევადობას და ჩქაროსნულ მონაცემებს. ამასთან, ისინი იმ ტექნოლოგიებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, რომლებიც ან უკვე არსებობს, ან შემუშავების სტადიაშია.

გავიდა ორი წელი და სააგენტოში არაერთმა საინტერესო კონცეპტუალურმა ნამუშევარმა მოიყარა თავი. მათზე ჩანს, თუ როგორი შეიძლება იყოს სამგზავრო თვითმფრინავი 20 წლის შემდეგ, როცა ამ ტიპის ტრანსპორტისადმი, განსაკუთრებით გამკაცრდება ეკოლოგიური მოთხოვნები. ამ ნამუშევრებს შორის არის ისეთები, რომელთა დამკვიდრება მოკლე დროში შეიძლება. ზოგი კი თავისი რადიკალურობით მნახველს სახტად დატოვებს, თუმცა ფაქტია, რომ ყველა კონცეპცია აეროდინამიკის, ძრავების ტექნოლოგიების და საკონსტრუქციო მასალების ძიებაში ჩატარებული მრავალწლიანი კვლევების შედეგია.

მომავლის სამგზავრო საფრენი აპარატების პროექტები შეიმუშავეს ამ საქმის ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), კომპანიები “ლოკჰიდ მარტინი”, “ჯენერალ ელექტრიკი”, “ნორთროპ გრუმენი” და “ბოინგი”, ასევე მათი პარტნიორი კომპანიები.

NASA-მ პროგრამაში მონაწილეებს შესთავაზა, რომ მათ ახლანდელ თაობის თვითმფრინავებიდან სამი თაობის შემდგომი (N+3) ლაინერების პროექტები შეემუშავებინათ. პროგრამის ძირითადი მიზნების შესაბამისად, კონცეპტუალური ლაინერები ახლანდელებთან შედარებით, 70 პროცენტით ეკონომიურები, 71 პროცენტით ნაკლებად ხმაურიანი უნდა იყოს და ისინი გარემოს აზოტოვანი ოქსიდებით 75 პროცენტით ნაკლებად უნდა აზიანებდნენ.

რა თქმა უნდა, ლაინერების დიზაინის და შეთანწყობის მხრივ, პროგრამის მონაწილეები აბსოლუტურად თავისუფლები იყვნენ. მათ შეეძლოთ ის ფორმები გამოეყენებინათ, რომლებსაც კომპანიები და ინსტიტუტები წლების განმავლობაში ამუშავებენ და იკვლევენ. საერთო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორ შეძლებდნენ ისინი დასახული სამი ძირითადი მიზნის შესრულებას. არც იმას, თუ რა მასალები და რა ტიპის აგრეგატები იქნებოდა შემოთავაზებული. ასეთი კი მართლაც ბევრი იყო. მაგალითად: შენადნობები, რომლებსაც დეფორმაციის შემდეგ, ფორმის აღდგენის უნარი აქვთ, კერამიკული და კომპოზიციური მასალები, ნახშირბადოვანი ნანომილაკები, ოპტიკურ ბოჭკოვანი სისტემები, ეგრეთ წოდებული “თვითაღდგენადი კანი”, ჰიბრი.ული ძალური დანადგარები, დასაკეცი ფრთები, შეწყვილებული ფიუზელაჟები…

პროექტებით მარტო ესკიზური კონცეპციები არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. მათს ავტორებს საფრენი აპარატების კონსტრუქციების ყველაზე საინტერესო და ინოვაციური ასპექტები, მათი წარმოების და ექსპლუატაციის პროცესები დაწვრილებით უნდა აღეწერათ. ასე რომ, ყველა კონცეპცია რეალურ (როგორც არსებულ ასევე განხორციელებად) ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული.

“ნორთროპ გრუმენის” კონცეპცია SELECT (საილენტ ეფიციენტ ლაუ ემიშნ კომერშლ ტრანსპორტ) გარეგნულად ჩვეულებრივი თვითმფრინავია და მას 120 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მასში მთავარი ინოვაციები “კანქვეშ” იმალება. უფრო სწორედ, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად ძრავები, ხილულია. ესაა ორკონტურიანი რეაქტიული ხრახნული აგრეგატები. “კანქვეშ” კი ნანოტექნოლოგიური და კერამიკული მასალებით დამზადებული დეტალებია. ამ თვითმფრინავს ასაფრენად სულ რაღაც 1.5 კილომეტრი ჰყოფნის, მისი ფრენის სიშორე 3 ათასი კილომეტრია, სიჩქარე კი – 0.75 მახი (მახი ბგერის სიჩქარეა – დაახლოებით 330 მ/წმ).

ზოგი პროექტი შერეული (ჰიბრიდული) მზიდი სისტემის გამოყენებას გვთავაზობს, რომლებშიც დაგრძელებულ ფიუზელაჟთან ვიწრო ფრთებია მიერთებული, ან საერთოდ, ეგრეთ წოდებულ თვითმფრინავ-ფრთებს. ამასთან, უმეტეს შემთხვევებში, ძრავები აპარატის უკან, ზედა ნაწილშია მოთავსებული – ეს ძრავების ხმაურის შემცირების საუკეთესო და ყველაზე მარტივი საშუალებაა.

ეს პრინციპია გამოყენებული MIT-ის, “ავრორა ფლაით საიენსის” და “პრატ ენდ უიტნის” ერთობლივ პროექტ “ჰიბრიდ უინგ ბოდი H-სერის” შექმნისას. ერთობლივი ძალებით შემუშავებული თვითმფრინავი 354 მგზავრს იტევს, მისი სიჩქარე 0.83 მახია, ფრენის სიშორე კი – 14 000 კილომეტრი. რაც მთავარია, ასეთი ლაინერი თანამედროვეზე დაახლოებით 46 დეციბელით ნაკლებად ხმაურიანი, 54 პროცენტით ეკონომიურია და აზოტის ოქსიდებით 81 პეოცენტით ნაკლებად აბინძურებს გარემოს.