ერთთვიანი ვოიაჟი ჩეხეთში

ქუთაისის და ბათუმის ბრიფინგ ოფიცრები ერთი თვის განმავლობაში პრაღის“CANI – Czech Air Navigation Services” საავიანიო ინსტიტუტში გადიოდნენ გადამზადებას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. სწავლების პროცესი მოიცავდა რამოდენიმე ეტაპს.

პირველი კვირა დაეთმო სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ძირითადი პრინციპების მიმოხილვასა და გაცნობას. შემდეგი 10 დღე მიეძღვნა ARO ოფისის ფუნქციონალური მუშაობის შესწავლას, ბრიფინგ ოფიცრის სამუშაო სპეციფიკის აღწერასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებას. სწავლების ბოლო კვირა განკუთვნილი იყო თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებისათვის. აეროპორტის პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ სტუდენტები უშუალოდ ჩართვნენ სამუშაო პროცესში.

მომავალი ბრიფინგ ოფიცრები ეწვივნენ სამეთვალყურეო კოშკურას, მეტეო და ბრიფინგ ოფისს. პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა ქალაქ ოსტრავასა და ბრნოს საერთაშორისო აეროპორტებში. სტუდენტებმა აგრეთვე გაითავისეს 2012 წლის მოსალოდნელი ფრენის გეგმის ცვლილებები.

მათ დაათვალიერეს აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული ორი ტიპის სიმულატორი. ერთ-ერთი მათგანი განკუთვნილია მომავალი ავიამეთვალყურეების სიტუაციური მანიპულირებისათვის, ხოლო მეორე არის სამძებრო-სამაშველო სამუშაოების იმიტატორი.

კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ჩეხეთის ავიაციის ინსტიტუტის სერთიფიკატები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.