კოპიტნარის აეროპორტისა და სამეთვალყურეო კოშკურის კურთხევა

კოპიტნარის აეროპორტისა და სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და შპს «საქაერონავიგაციის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილი პერიოდულად ამოწმებს.

მშენებლობაზე დაახლოებით 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრი მოსახლეობაა. გიორგი კარბელაშვილი მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს თვითონ გაესაუბრა და მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა.

გიორგი კარბელაშვილის ინიციატივით მშენებლობის კურთხევა გაიმართა. მშენებლობა ქუთაისის წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის მოძღვრებნა მამა ლაზარემ, მამა მაკარემ და მამა კონსტანტინემ აკურთხეს.

მშენებლობის დასრულება სექტემბრისთვის იგეგმება.

ფოთი

საქართველოში აეროპორტების მშენებლობა დაიწყო

ეკონომიკური და ტურისტული განვითარების თვალსაზრისით აეროპორტების სიმრავლე და ხარისხიანი ფუნქციონირება ქვეყნის წინსვლის კიდევ ერთი ნიმუშია. საქართველო განვითარების სწრაფ ეტაპზეა, ამის ნათელი მაგალითი კი მთელ ტერიტორიაზე აეროპორტების მშენებლობის დაწყებაა. აეროპორტი-ეს არის სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მნიშვლენოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტია, რომ აეროპორტების მშენებლობა, მითუმეტეს არაერთის, არ არის იაფი, ამიტომ ხელისუფლება ინვესტორების მოზიდვითა და დაინტერესებით ცდილობს ამ პროექტის განხორციელებას, პროექტი კი უკვე დაიწყო: ფოთში შენდება ახალი აეროპორტი, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი ექნება. მშენებლობის დასრულება 2013 წლისათვის იგეგმება. ახალი აეროპორტის მშენებლობა უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება მესტიაში. ასევე ექსპერტები იმყოფებოდნენ აჭარის მთიანეთში, სადაც შეისწავლეს საფრენი ბილიკისთვის შესაფერისი ადგილები. კოპიტნარის აეროპორტი ფუნქციონირებს და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, პარალელურად კი თანამედროვე აეროვაგზლისა და სათვალთვალო კოშკურის მშენებლობა მიმდინერეოს. უკვე დასრულებული პროექტია ბათუმის საერთაშორის აეროპორტი, სადაც რეისების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა. არაფერს ვამბობ თბილისის აეროპორტზე, ყველამ იცის რომ აშენდა ახალი, თანამედროვა და საჭირო სერვისით აღჭურვილი აეროპორტი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თანამედროვე სანავიგაციო სისტემებით აღჭურვილ აეროპორტებს ემსახურებოდეს კვალიფიციური ავიამეთვალყურეები, რისთვისაც უკვე გამოცხადებულია კონკურსი, და შერჩეული კადრები აბსოლუტური დაფინანსებით პროფესიას საზღვარგარეთ დაეუფლებიან. ეს ყველაფერი კი ქვეყნის წინსვლის ნათელი შედეგია.