მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის პირველი სადღეღამისო გაფრენა


პაიერნის აეროდრომიდან (დასავლეთ შვეიცარია) 25 საათიანი საგამოცდო ფრენის შესასრულებლად აფრინდა მზის ელემენტებზე მომუშავე უნიკალური აეროპლანი Solar Impulse.თვითმფრინავი ააგეს ერთი წლის წინ. მან უკვე შეასრულა ათი გაფრენა; ერთ–ერთი გრძელდებოდა 14 საათსაც კი, მაგრამ დადგა დრო შემოწმდეს, შეძლებს თუ არა აპარატი მთელი ღამის განმავლობაში ფრენას. მეტეოროლოგები ნათელ ღამეს “წინასწარმეტყველებენ”.
თვითმფრინავს, რომელსაც მართავს ანდრე ბორშბერგი, გააჩნია 11 628 მზის ენერგიის მიმღები უჯრედი, ოთხი ძრავა და ლითიუმ–პოლიმერული ელემენტები. Solar Impulse–ის ფრთების სიგრძეა 63,4 მ, წონა — 1 600 კგ. საექსპულატაციო სიჩქარე შეადგენს 70 კმ/სთ–ს.

მთელი დღის განმავლობაში თვითმფრინავმა უნდა იფრინოს 8,5 კმ სიმაღლეზე. თუ ღამის ფრენა დაუშვეს, მაშინ ბორშბერგი ძალიან ნელა უნდა დაეშვას 1,5 კმ სიმაღლეზე.
2012 წლისთვის დაგეგმილია, “იმპულსით”, დედამიწის გარშემო ფრენა. აპარატის შემქმნელებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ თვითმფრინავი შეძლებს 36 საათის განმავლობაში ფრენას, მაგრამ შეძლებს კი პილოტი ამდენ ხანს ფრენას?«ხდება რაღაც სრულიად უპრეცედენტო არამხოლოდ ავიაციაში, არამედ საზოგადოებაშიც, — თვითმფრინავის წარმატებით აფრენის შემდეგ აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ბერტრან პიკარმა. — ჩვენი მიზანი — დავამტკიცოთ, რომ კაცობრიობა არ არის ნავთობის მონა და რომ ენერგიის განახლება არ არის მხოლოდ პორნოგრაფია “ბოტანიკებისთვის”».

from: http://hi-tech.ge

Posted in ეს საინტერესოა, თვითმფრინავები, სიახლეები | Tagged | Leave a comment

Sikorsky X2-მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში


მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში ვერტმფრენებს შორის, რომელიც 1986 წელის 11 აგვისტოს დაამყარა 800 G-LYNX-მა, მოხსნილია Sikorsky X2-ის მიერ. წინა რეკორდი შეადგენდა 400,86 კმ/სთ-ს.
ახალი რეკორდი დაფიქსირდა ვესთ-პალმ-ბიჩის (ფლორიდის შტატი, აშშ) ცაზე. როგორც იუწყება კომპანია Sikorsky, X2-მა უბრალოდ «გადათელა» G-LYNX-ის რეკორდი.X2-მა განავითარა მაქსიმალური სიჩქარე 463 კმ/სთ.
ახალი რეკორდის დამყარებაში საფრენ აპარატს დაეხმარა მისი უკანა, მოდიფიცირებული ნაწილი. ასევე, X2-ს გააჩნია ორი, ერთმანეთის საპირისპიროდ მბრინავი ზედა პროპელერი, რომლის საშუალებითაც თვითმფრინავი, მაღალი სიჩქარის აკრეფისას, მყარად ინარჩუნებს ჰაერში წონასწორობას. აღსანიშნავია უკანა პროპელერიც, რაც აუმჯობესებს აპარატის მართვას, მაღალი და დაბალი სიჩქარით ფრენისას.
«X2-ის ვიბრაციის დონე აკმაყოფილებს და აჭარბებს კიდევაც ჩვენს მიერ წაყენებულ მოთხოვნებს, — აცხადებს Sikorsky-ის წინასწარი პროგრამების თანამშრომელი ჯიმ კეჯისი (Jim Kadgis). — ჩვენ სიამოვნებით გაცნობებთ, რომ X2-ის ყველა სისტემა იდეალურად მუშაობს».

From: http://hi-tech.ge

Posted in ეს საინტერესოა, თვითმფრინავები, სიახლეები | Tagged , | Leave a comment

NASA კოსმიური აპარატების გაშვების ჰორიზონტალურ სისტემაზე მუშაობს


კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრმა (ა.შ.შ) შემოგვთავაზა კოსმიური ხომალდების გაშვების ახალი კონცეფცია.
წაწვეტებული ფორმის აპარატი, რომელიც აღჭურვილია საჰაერო-რეაქტიული ძრავით, უნდა ფრინდებოდეს თავისით, სპეციალურ ელექტულ რელსებზე გაქანების შემდეგ. როდესაც აპარატი თერთმეტიათას კმ/სთ სიჩქარეს მიაღწევს (მ10), ატმოსფეროს ზედა ფენებში აპარატი გაისვრის პატარა კონტეინერს, რის შემდეგაც გადის ორბიტაზე.
პროექტის ხელმძღვანელი სტენ სტარი აღნიშნავს, რომ სისტემას არ წირდება ახალი ტექნოლოგიების გამოგონება. ” ყველა ელემენტი უკვე შექმნილი ან გამოკვლეულია, — ამბობს მეცნიერი. — ჩვენ უბრალოდ ვთავაზობთ ამ ყველაფრის გამოყენებას იმაზე უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ეხლა გამოიყენება”.
მაგალითად ელექტრონული რელსები უკვე დიდი ხანია ამოძრავებს ვაგონებს ატრაქციონ ამერიკულ მთებზე. განსხვავება იმაშია, რომ მათი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 100კმ/სთ-ია. ეს საკმარისია სტუმრის გასართობად, მაგრამ კოსმიური აპარატის გასაშვებად მინიმუმ ათჯერ გაუმჯობესებული მონაცემები იქნება საჭირო. ამის გარდა, რელსების მანძილი, რომელიც აღჭურვილია ასეთი ამაჩქარებელი მოწყობილობით, უნდა აღემატებოდეს 3 კილომეტრს.
საბედნიეროდ სამუშაოები ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია. პროტოტიპები ( მაგრამ პატარა მასშტაბებში) აწყობილია მარშალის სახელობის კოსმიური ფრენების ცენტრში ალაბამას შტატში და ასევე ზემოთ ნახსენებ კენედის ცენტრში.
პროგრამა X-43A და X-51-ის ფარგლებში ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ რეაქტიულ აპარატებს შეუძლიათ საკმაოდ დიდი სისწრაფის აკრეფა ასეთი სისტემების მეშვეობით.
პროექტის განსახორციელებლად სტენ სტარი მოუწოდებს გაერთიანებისკენ NASA-ის იმ დეპარტამენდებს, რომელებსაც ერთმანეთთან უაშუალო კავშირი არ აქვთ და ათი წლის განმავლობაში ისინი შეეცდებიან გაუშვან პირველი უპილოტო თვითმფრინავი ხოლო შმდეგ თანამგზავრი.

from: http://hi-tech.ge

Posted in ეს საინტერესოა, თვითმფრინავები, სიახლეები | Tagged | Leave a comment

საინსტალაციო სამუშაოები ბათუმის კოშკურაზე დასასრულს მიუახლოვდა

ბათუმის ტაუერი სულ მალე განსხვავებული ეირით დახვდება ჩამოსულ სტუმრებს. როგორც წინა პოსტებში ნახეთ განათების სისტემების ისტალაცია თითქმის დასრულდა და სატესტო შემოწმებებმაც წარმატებით ჩაიარა. შეგახსენებთ რომ ბათუმის ტაუერის დიზანი იტალიური კომპანიის მიერ არის დაპროექტებული, რომელიც გასულ წელს დასრულდა, ხოლო მთელი შენობის განათება გერმანული კომპანიის მიერ არის დაპროექტებული, რომელსაც საქართველოში მათი ოფოციალური წარმომადგენელი კომპანია ახორციელებს.
ბათუმი გელით !!!

Posted in ეს საინტერესოა, სიახლეები | Tagged , , , | Leave a comment

ბათუმის კოშკურა

ბათუმის კოშკურაზე განათების საინსტალაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. თანამედროვე და მრავალფეროვანი განათებით მორთული კოშკურა ღამით განსკათრებულად თვალმომჭრელია, ხოლო ბათუმში ჩამოფრენილ სტუმრებს ჯერ კიდევ ჰაერიდან შეუძლიათ იხილონ ციფრულ ეკრანზე გამოსახული მისალმება.

Posted in Air Traffic Control, ეს საინტერესოა, სიახლეები | Tagged , , , | Leave a comment

გიორგი კარბელაშვილი

სიუჟეტი ტელეარხ რუსთავი2-ის გადაცემა „PS“-დან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილის საქმიანობის შესახებ.
ექსკლუზიური კადრები სომალიდან, გათავისუფლებული მეზღვაურები, ახალი აეროპორტები და გიორგი კარბელაშვილი როგორც პიროვნება-ეს ის მოკლე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რასაც ამ სიუჟეტში ნახავთ.

Posted in ეს საინტერესოა | Tagged , , , , | Leave a comment

ინგლისში გადამზადებული ქართველი სინოპტიკოსები

შპს „საქაერონავიგაციამ“ინგლისის „მეტ ოფისის კოლეჯში“  სინოპტიკოსის სასწავლო კურსებზე  გასაგზავნად  შეარჩია 3 დელეგატი.

„მეტ ოფისი“(ქ.ექსიტერი, დევონშირი)  გაერთიანებული სამეფოს ნაციონალური ამინდის სამსახური და  ბიზნესის, ინოვაციებისა და უნარების დეპარტამენტის აღმასრულებელი სააგენტოა. სათაო ოფისში განთავსებული „მეტ ოფისის კოლეჯი“ ემსახურება როგორც შიდა პერსონალის, ისე მსოფლიოს მრავალ მეტეო დამკვირვებელისა და სინოპტიკოსის სწავლებას.

სინოპტიკოსთა შერჩევის პროცესი რამოდენიმე ეტაპად ჩატარდა:

  • ინგლისური ენის ცოდნის ტესტი;
  • ფსიქოლოგიური ტესტი (აბსტრაქტული, ლოგიკური აზროვნებისა და გონებამახვილობის განსაზღვრა);
  • გასაუბრება კანდიდატის  მეტყველების უნარის, მოტივაციისა და საავიაციო მეტეოროლოგიისა და არჩეული პროფესის შესახებ ყოველმხრივი ცოდნის განსასაზღვრად;
  • საბოლოო გასაუბრება „მეტ ოფისის“ ექპერტებთან.

 სინოპტიკის საწყისი კურსი ინგლისურ ენაზე 2012 წლის 16 აპრილს იწყება და 18 კვირას გასტანს. სწავლება ფინანსდება შპს „საქაერონავიგაციის“ მიერ, ხოლო კურსის წარმატებით დასრულებისა და მკაცრად განსაზღვრული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სინოპტიკოსის თანამდებობაზე შპს „საქაერონავიგაციის“ მეტეოროლოგიურ სამსახურში.

Posted in ეს საინტერესოა | Tagged , , | Leave a comment

რა არის ტურბულენტობა?

ალბათ ბევრ თქვენთაგანს გიმგზავრიათ თვითმფრინავით და გიგრძვნიათ მსუბუქი ან საშუალო რყევები ჰაერში, თუმცა მგზავრთა უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს ტურბულენტობის ეფექტებს, ეს არის ჰაერის შეუმჩნეველი მოძრაობა, რომელიც  შეიძლება კარგ ამინდშიც სრულიად მოულოდნელად წარმოიშვას. ის შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერულმა წნევამ, რეაქტიულმა ნაკადმა და ჭექა-ქუხილმა.

    რამდენი სახის ტურბულენტობა არსებობს?

  • მსუბუქი ტურბულენტობა-ხასიათდება მსუბუქი, უმნიშვნელო რყევით სიმაღლეზე.
  • რიტმული ტურბულენტობა –  მსუბუქი ბიძგი სიმაღლეზე.
  • ზომიერი ტურბულენტობა - მსუბუქი ტურბულენტობის მსგავსი, მაგრამ უფრო დიდი ინტენსივობით.
  • ზომიერი ბიძგი  - მსგავსი მსუბუქი ბიძგისა, მაგრამ უფრო მზარდი ინტენსივობით და ხშირი დატყმებით ჰაერში.
  • ძლიერი ტურბულენტობა - გამოიხატება უეცარი და მკვეთრი დარტყმებით, ცვალებადი სიჩქარით.

    ტურბულენტობა კარგ ამინდში

  • მისი განჭვრეტა შეუძლებელია, ამიტომ არც სათანადო გაფრთხილებას იძლევიან.
  • ის შეიძლება წარმოიშვას უღრუბლო ცაზეც.
  • თვითმფრინავის რადიოლოკატორებს არ შეუძლიათ მისი აღმოჩენა.

მიზეზები

  • თერმული – მზის მცხუნვარება იწვევს ცხელი მასების გაზრდას და ცივი მასების გაფანტვას.
  • რეაქტიული ნაკადი – მაღალ სიმაღლეზე ჰაერის ნაკადების სწრაფი ცვლილება.
  • მთები – ჰაერის ნაკადების მოძრაობა მთებზე.
  •  ტურბულენტობა -  თვითმფრინავის ან ვერტმფრენის ხმელეთთან ახლოს ფრენა იწვევს ჰაერის ნაკადების ქაოტურ  მოძრაობას.
  • მიკროაფეთქებები – შტორმის დროს ძლიერი მოძრაობა ზევით და ქვევით მიწასთან ახლოს.

 თავდაცვის რჩევები

მგზავრი ვალდებულია  შეასრულოს ყველა მითითება და შეკრული ჰქონდეს უსაფრთხოების ღვედი, მაშინაც კი   როდესაც არ ანთია შესაბამისი მანიშნებელი.

Posted in ეს საინტერესოა | Tagged , , | Leave a comment

ფრენის შიში

ფრენის შიში არის კომპლექსური ფსიქოლოგიური ფაქტორი. არსებობს უამრავი წიგნები, ვიდეოები და სხვა წყაროები ფრენის შიშის შესახებ. იგი შფოთვითი უწესრიგობაა, რაც ძირითადად თან ახლავს ფრენას. მაგრამ შესაძებელია ადამიანს ჰქონდეს შიში აეროპორტში მისვლამდეც. ფრენის შიში დაკავშირებულია ცალკეულ ელემენტებთან და არა ფრენასთან დაკავშირებულ რისკებთან როგორიცაა მაგალითად: სიმაღლის შიში, წყლის ზემოთ ფრენა ან წყალზ ედაშვების შიში, სიბნელის (ღამის) შიში, უცნობის შიში, თვითმფრინავის გატაცების, დაბომბვის და სხვა სახის თავდასხმის შიში, დახურული და დახუთული სივრცის შიში, პიროვნული თავისუფლების დაკარგვის შიში, უსაფრთხოების დაცვის პროცედურების შიში, ტურბულენტობისა და ცუდია მინდის პირობების შიში, გაუგებარი ხმებისა და ნიშნების შიში, წარსული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვების შიში.

ფრენის შიშის ნიშნებია:

აღელვება ექსკავატორზე, პანიკური შეტევა თვითმფრინავში ასვლამდე, ფრენაზე უარის თქმა.

რამდენ ადამიანს ეშინია ფრენის?

ავიაციის ინდუსტრიისათვის ცნობილია როგორ მოქმედებს ფრენის შიში მოგზაურებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა ჯერ კიდევ 1980წ. ჩატარდა. 2 ბოინგში გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა რომ 18.1% აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობისაEეშინოდა ფრენის და 12.6% ღელავდა ფრენის დროს. ეს ნიშნავს რომ ყოველ მესამე ამერიკელს ფრენის ეშინოდა. ნაწილი თვლიდა რომ მიზეზი იყო შიში და 6% თვლიდა რომ ფრენა არ იყო უსაფრთხო. ბოლო კვლევა 1999წ. Nეწსწეეკ Mაგაზინე-მა ჩაატარა სადაც ზრდასრულების 50%-ს კომერციული ავიახაზებით ფრენის დროს ზოგჯერ ეშინოდათ.

როგორ მოქმედებს ფრენის შიში ხალხზე?

ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს შიშზე. ყველაზე გავრცელებული რეაქციაა ფრენის თავიდან არიდება, რომელსაც ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავს. ასევე გავრცელებული რეაქციაა ოფლიანობა, ხშირი გულისცემა და სუნთქვა, წამლისა და ალკოჰოლის მიღება.

ფრენის შიშის სტატისტიკური მონაცემები

ფრენის უსაფრთხოების საჩვენებლად ავიაციის ექსპერტები მიმართავენ ფრენის რისკის სტატისტიკას, რაც უშედეგოა, რადგან რისკი და უსაფრთხოება განსხვავებული მცნებებია და რისკის სტატისტიკით ვერ დაამტკიცებ ფრენის უსაფრთხოებას, რადგან ადამიანებს მილიონიდან ერთი წარუმატებელი ფრენის უფრო ეშინიათ.

Posted in ეს საინტერესოა | Tagged , , | Leave a comment

ევროკონტროლი – ერთიანი ევროპული ცა

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჰაერით მოგზაურობის საოცარი ზრდის გამო ევროპის საჰაერო სივრცეში გაჩნდა ფრენების გარკვეული ჩარჩოს ჩამოყალიბების საჭიროება.

ერთიანი ევროპული ცის შექმნის პროგრამა არის ევროპის საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის მომავალი.

ეს ტექნოლოგიური პროექტი მიმართულია საჰაერო სივრცის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების განვითარებაზე.

Posted in Air Traffic Control, ეს საინტერესოა, თვითმფრინავები, სიახლეები, ENG | Tagged , , | Leave a comment