ბათუმის სამეთვალყურეო კოშკურა განახლებული იერით ხვდება ზაფხულს. მსოფლიოს ყველაზე განსხვავებული დიზაინის ტაუერი საქართველოშია. განათება, რომლის ინსტალაციაც უკვე დასრულებულია, ფერების მრავალ კომბინაციას მოიცავს და ელექტრონულად მართვადია. კოშკის გარე ფასადზე დამონტაჟებულ ციფრულ ეკრანზე შესაძლებელია სხვადასხვა გრაფიკული გამოსახულებების, რეკლამების, მაღალი სიკაშკაშის ციფრული გამოსახულების და ტექსტების განთავსება, რომელიც ბათუმის ტაუერს უნიკალური სამეთვალყურეო კოშკურის ტიტულს აძლევს.




