2011 წლის 22 ოქტომბერს ქ. ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიაზე დაიწყო ახალი თანამედროვე აეროპორტის და საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობა.
აღნიშნულ პროექტს შპს “საქაერონავიგაცია და შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ახორციელებენ ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია “UNStuido”-სთან ერთად. “UNStuido” გახლავთ დღესდღეისობით ერთ-ერთი მოწინავე არქიტექტურული კომპანია მსოფლიოში. მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი პროექტები, როგორებიც გახლავთ მერსედეს-ბენცის მუზეუმი გერმანიის ქ.შტუდგარდში, ევროპის ცენტრალური ბანკის სათაო ოფისი გერმანიაში, ახლო აღმოსავლეთის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ემირატებში, სინგაპურის ახალი ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსტეტი და სხვა მრავალი.
“UNStuido” ქუთაისის აეროპორტის და ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკურის პროექტზე მუშაობს თავის უცხოელ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის მაგალითად კომპანია “Arup”-ი, რომელიც წარმოადგენს უპირობო ლიდერს საინჟინრო განხრით მსოფლიო მაშტაბით.
2011 წლის 22 ნოემბრიდან დაიწყება ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტის და ნავიგაციის სამეთვალყურეო კოშკის მშენებლობა, რაც იქნება ყველზე გამორჩეული და მაშტაბური პროექტი, რომელიც განხორციელებულა საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ქ. ქუთაისის განვითარების პროცესში.

ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული ძველი ქალაქის რეკონსტუქციის და 2012 წელს პარლამენტის შენობის გადატანასთან ერთად, ახალი თანამედროვე აეროპორტი დამატებით დატვირთვას შესძენს ამ რეგიონს.
ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამარტო რეგიონისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისათვის, რამდენადაც რეგიონში საგრძნობლად გაიზრდება ფრენების რაოდენობა, შესრულდება მრავალი საერთაშორისო რეისი მსოფლიოს ყველა მიმართულებით, ფრენას დაიწყებენ ე.წ “low cost” ავიაკომპანიები რაც ხელს შეუწყობს როგორც უცხოელი ტურისტების მოზიდვას, ასევე უფრო მეტიც ჩვენი მოქალაქისათვის ხემისაწვდიმი გახდება საზღვარგარეთ მოგზაურობა.

გარდა ზემოთთქმულისა პროექტზე დასაქმდება მრავალი ადგილობრივი მოსახლე როგორც მშენებლობის დროს, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ.
პროექტის დასრულება იგეგმება 2012 წლის სექტემბერში.










