ICAO-ს ეგიდით გამართული სემინარი ბათუმში

2011 წლის 20-22 სექტემბერს ICAO-ს ეგიდითა და შპს “საქაერონავიგაციის” პატრონაჟით ქ. ბათუმში პირველად გაიმართა სემინარი ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სემინარს დაესწრო 42 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ სტანდარტებს და გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი გამოცდილება.

სემინარი უპრეცენდენტოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი იყო. ის გახსნა ICAO-ს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა ბატონ ლუის ფონსეკა დე ალმეიდამ და მის მოადგილემ ბატონ ჯორჯ ფირიკანმა, რამაც თავისტავად ხაზი გაუსვა ამ შეხვედრის საყოველთაო მნიშვნელობას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მთელი ინდუსტრიისთვის.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის 2008 წლის გადაწყვეტილებით ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 2012 წლიდან იცვლება გარკვეული სტანდარტები. აღნიშნული ცვლილებები გლობალური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტანდარტები უნდა შეიცვალოს მთელს მსოფლიოში, რაც თავის მხრივ მოითხოვს ჩიკაგოს კონვენციის წევრი სახელმწიფოებისგან ახალი სისტემების უპირობო დანერგვას მოცემულ ვადებში. პირველ ეტაპზე ახალი სტანდარტები მოიცავს ფრენების გეგმების შეცვლას უსაფრთცოების ხარისხის გაუმჯობსების მიზნით.

This entry was posted in ეს საინტერესოა, სიახლეები and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s