2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე. რუსეთის სამხედრო ავიაცია იჭრებოდა საქართველოს საჰაერო ზონაში და ბომბავდა ქვეყნის ტერიტორიებს.
2008 წლის 9 აგვისტოს 00:30 საათზე რუსეთის ავიაციამ ბომბი ჩამოაგდო სენაკის მონოიმპულსური მეორადი დაკვირვების ლოკატორტან 150 მეტრის დაშორებით, ხოლო 11 აგვისტოს 04:37 საათზე რაკეტით მიიტანა იერიში სამოქალაქო სალოკაციო კომპლექსზე ASR-12 (პირველადი მონოიმპულსური დაკვირვების ლოკატორი) და იგი მთლიანად გაანადგურა. საქაერონავიგაციის ინჟინრებმა ერიშიდან რამოდენიმე წუთში მოახერხეს სათადარიგო რადარზე გადართვა. აღნიშნული რადარი საქაერველოს საჰაერო სივრცის მთელ ტერიტორიას ფარავდა და განადგურების შემდეგ ფრენების უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ავიამეთვალყურეებს რამოდენიმე ხნის განმავლობაში ბრმად უწევდათ მუშაობა.
2008 წლის ოქტომბერში საქაერონავიგაციამ შეიძინა ახალი რადარი ფრანგული კომპანია THALES-ისგან და დაამონტაჟა აფეთქებული რადარის ადგილას.
მიუხედავად მიყენებული ზიანისა საქართველოს სანავიგაციო სისტემების მაღალი ხარისხი და ავიამეთვალყურეების კვალიფიკაცია ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოს საჰაერო სივრცეში.
დღეს საქაერონავიგაციის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები სამი წლის წინ დაბომბილი რადარის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, აქცია ხსოვნის კვირეულის ფარგლებში მიმდინარებდა.
















