ბოლო პერიოდში საქართველოში აეროპორტებისა და საფრენი ბილიკების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, იგეგმება არსებული აეროპორტების (მაგ. კოპიტნარის აეროპორტი) მოწყობა თანამედროვე სტანდარტებით და ბევრი პატარა აეროპორტის მშენებლობა (როგორიცაა ზუგდიდის აეროპორტი).
სწორედ ამიტომ საქართველოში პირველად გამოჩნდა „მობილური ტაუერი”, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურ იდენტურობას თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ ტაუერებთან, და რომლის გადაადგილებაც არის შესაძლებელი. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი ფრენებს უფრო უსაფრთხოს გახდის ისეთ პატარა აეროპორტებში, სადაც სანავიგაციო სისტემები ჯერ არა არის. ან კიდევ მისი გამოყენება შეიძლება როგორც „რეზერვი“ ტაუერი. მას შეუძლია დღეში 10-დან 450-მდე ფრენების უზრუნველყოფა, აღჭურვილია JOTROV-ის ფირმის რადიოკავშირის თანამედროვე ციფრული რადიოსადგურით, მართვის პლანშეტური პულტებით, ავარიული განათების სისტემით, პოდრაციული შუქურით, ხმის ჩამწერით, ამინდის მაუწყებელი სისტემით, კონდიციონერით, UPS-ით. ტაუერში 2-4 ავიამეთვალყურის სამუშაო ადგილია. იგი მიწის ზედაპირიდან 8 მეტრი სიმაღლით მაღლა იწევა, და არ სჭირდება არანაირი ამწე საშუალება.

ტაუერი კომპანია „HOST SYSTEM”-ის პროექტია, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ასეთი ტაუერები ბევრ სხვა ქვეყანაში გამოიყენება. პირველი „მობილური ტაუერი” კომპანიის მიერ 2001 წელს გაიყიდა, და როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ ათი წლის განმავლობაში ტაუერის დიზაინი და ფრენების უზრუნველყოფის სისტემა უფრო დაიხვეწა, საქართველოში არსებული მობილური ტაუერი კი ერთ-ერთი საუკეთესოა კომპანიის მიერ წარმოებულ ტაუერებს შორის.

საქართველოში თვითმფრინავებისა თუ ვერტმფრენების უსაფრთხო აფრენა-დაფრენის თვალსაზრისით, ეს საკმაოდ მისასამლებელი პროექტია. ტაუერი ამჟამად შპს „საქაერონავიგაციის“ ქ. ბათუმის ტერიტორიაზეა განთავსებული და მიმდინარეობს სინჯვითი სამუშაოები, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად მონაწილეობენ.











