პროფესია „ავიამეთვალყურე“

პროფესია „ავიამეთვალყურე“ ერთ-ერთ რთულ და საიტერესო პროფესიად ითვლება მსოფლიოში. ეს არის პროფესია, რომელიც ათწლეულების მანძილზე იხვეწებოდა, იზრდებოდა და ყალიბდებოდა. პროფესია, რომელიც მოითხოვს სწრაფი აღქმის, გაანალიზების და გადმოცემის უნარს. ეს არის პროფესია, სადაც შეცდომები დაუშვებელია, სადაც ყოველი მოქმედება „წესებით“ არის გაწერილი და ეს წესები „ადამიანთა სისხლით“ არის დაწერილი, რადგან სწორედ იმ შემთხვევებმა გამოიწვიეს ავიაციის უკეთ განვითარება, სადაც ამა თუ იმ საკითხის უკეთ დახვეწა სავალალო შედეგს მოსდევდა.
დღეს ეს პროფესია ასოცირდება ადამიანი რაციით და პულტით ხელში, რომელიც ჰაერში ესაუბრება ბორტს, კარნახობს ეშელონს, სიჩქარეს, ამინდს, ხედავს პატარა ისრებს მონიტორზე, რომლებიც თანდათან მოძრაობს, ისმენს და უსმენენ. თუმცა საინტერესოა როგორი იყო პროფესია „ავიამეთვალყურე“ ადრეულ ხანებში.
მეოცე საუკუნის დასაწყისში ძალიან ცოტა საჰაერო ხომალდები დაფრინავდნენ ჰაერში და ხმელეთიდან მათი კონტროლი თითქმის არ ხდებოდა. ფრენებისა და თვითმფრინავების მატებამ გამოიწვია „საჰაერო მოძრაობის საერთო წესების“ ჩამოყალიბება და უკვე აუცილებელი გახდა ბოტრების კონტროლი ხმელეთიდან.

და მაინც, როგორ დაინერგა პროფესია „ავიამეთვალყურე?“ და ვინ იყო პირველი „ავიამეთვალყურე?“ ისტორია ასეთია-პირველი ავიამეთვალყურე შენობაში როდი იჯდა, პირველი ავიამეთვალყურეები იდგნენ მინდორში და მხოლოდ და მხოლოდ დროშების ქნევით ეკონტაქტებოდნენ ხომალდს. არჩი ლიგუი იყო ის პირველი მედროშე მეთვალყურე, რომელიც სანტ-ლუისის მინდვრებში გამოჩნდა.

გავიდა წლები, თვითმფრინავების აღჭურვა რადიო კავშირებით დაიწყო, და მედროშე კაცი შეიცვალა რადიო მოწყობილობით აღჭურვილ ტაუერის მეთვალყურედ. 1932 წლისათვის თითქმის ყველა საჰაერო ხომალდი იყო უკვე რადიო კომუნიკაციებით აღჭურვილი და იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა აეროპორტშიც არსებობდა ტაუერი.

საჰაერო მოძრაობის მომდევნო მატებამ უკვე გამოიწვია მეთვალყურეების არსებობა არა მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიისთვის, არამედ „საჰაერო გზებისთვისაც“. პირველი en-route ანუ „სატრასო“ მეთვალყურეები „უთვალთვალებდნენ“ თვითმფრინავებს რუკებისა და დაფების მეშვეობით. მათ არ ჰქონდათ პირდაპირი რადიო კავშირი ხომალდთან.

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ბევრგან წერია, რომ ომის პერიოდში უკეთ დაიხვეწა ესა თუ ის საჰაერო ხომალდი და ავიაცია რაღაც დიდი ცვლილებების ზღვარზე იდგა. ომში ხომ ავიაციაც აქტიურად იყო ჩართული. დასრულდა ომი, საჰაერო მოძრაობის მართვა უკვე ახალ ეტაპზე გადადიოდა რადგან გამოჩნდა „რადარი“. ამ სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდიდა ფრენების უსაფრთხოებას, რადგან ავიამეთვალყურეს უკვე შეეძლო პირდაპირი კავშირი ჰქონიდა ბორტთან. დაიხვეწა საჰაერო ტრასები, გამოიყო ზონები, მოხდა აეროპორტების სახელების კოდირება…ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ავიაცია ავიამეთვალყურეებთან ერთად დაიხვეწა, გაიზარდა და განვითარდა უსაფრთხო ფრენებისთვის.

ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე საჰაერო მოძრაობები მსოფლიო მასშტაბით ორჯერ არის გაზრდილი, და სწორედ ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც მკაცრი მოთხოვნები აქვთ უსაფრთხო ფრენებისთვის, პირდაპირ ასოცირდება ავიამეთვალყურეების მარალ პროფესიონალიზმზე.

This entry was posted in ეს საინტერესოა, თვითმფრინავები and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s