კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის თვითმპრინავის შექმნა, 1903 წელს კი ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. ძმებმა რაითებმა წარმატებით გამოსცადეს თავიანთი “ფლაირ-1″,
ასევე რაიტ ფლაიერი (Wright Flyer) — კონსტრუქციით აგებული თვითმფრინავი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ფრენა განახორციელა 1903 წლის 17 დეკემბერს. პირველი გაფრენის სიშორე იყო 37 მეტრი. აპარატმა ჰაერში დაჰყო 12 წამი. იმავე დღეს განხორციელებულ მეორე გაფრენაში აპარატმა ჰაერი 59 წამი გაძლო და 260 მეტრი იფრინა.
First Flights in aviation history დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდგომ ბმულს : Братья_Райт
საქართველოს საჰაერო ნავიგაცია ათვლას იწყებს 1923 წლის 10 მაისიდან, როდესაც შესრულდა პირველი კომერციული რეისი ს.ს. „ზაკავია“-ს მიერ თბილისი-მანგლისის მიმართულებით (მეთაური – შპილი, ბორტტექნიკოსი – საღარაძე). 1923 წლის აგვისტოში შესრულდა პირველი საერთაშორისო რეისი თბილისი- ბაქოს მიმართულებით (თვითმფრინავის ტიპი „იუნკერსი“).










