ავიაციის ისტორია
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არის თვითმპრინავის შექმნა, 1903 წელს კი ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტი დაფიქსირდა. ძმებმა რაითებმა წარმატებით გამოსცადეს თავიანთი “ფლაირ-1″, ასევე რაიტ ფლაიერი (Wright Flyer) — კონსტრუქციით აგებული თვითმფრინავი, რომელმაც მსოფლიოში პირველი ფრენა განახორციელა 1903 წლის 17 დეკემბერს. პირველი გაფრენის სიშორე იყო 37 მეტრი. აპარატმა ჰაერში დაჰყო 12 წამი. იმავე დღეს განხორციელებულ მეორე გაფრენაში აპარატმა ჰაერი 59 წამი გაძლო და 260 მეტრი იფრინა.
First Flights in aviation history
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდგომ ბმულს : Братья_Райт
საქართველოს საჰაერო ნავიგაციის მოკლე ისტორია
საქართველოს ავიაცია ათვლას იწყებს 1923 წლის 10 მაისიდან, როდესაც შესრულდა პირველი კომერციული რეისი სააქციო საზოგადოება “ზაკავიას” მეირ თბილისი-მანგლისის მიმართულებით ( მეთაური შპილი, ბორტტექნიკოსი-საღარაძე). 1924 წლიდან დაიწყო რეისები თბილისი ბაქოს მიმართულებით. შემდეგ იყო საბჭოური სისტემა, იყო სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო მოსკოვში, რესპუბლიკებში კი სამმართველოები. აეროპორტი და ნავიგაცია იყო ერთი სამსახური, რომელიც ექვემდებარებოდა ფრენების ხელმძღვანელს. რეისები სრულდებოდა საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკის მიმართულებით. 1993 წელს გაიყო აეროპორტისა და ნავიგაციის ფუნქციები და ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება “საქაერონავიგაცია”, 1999 წლის თებერვლიდან კი ის გახდა შპს.
ალბათ გახსოვთ როგორი იყო პოსტ საბჭოური საქართველო, იყო სიცივე, უშუქობა, არავითარი გაზი, კერასინზე მიშვერილი ხელისგულები ჩქარობდნენ თვითმფრინავის გასაწმენდად – და საქართველოში არ შეჩერებულა ფრენები…
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი-ეს იმ აეროპორტების ჩამონათვალია სადაც სრულდებოდა რეისები T134, IL18, AN2, YK40, L410, AN2, AN12 ტიპის საჰაერო ხომალდებით სხვადასვა ქვეყნების მიმართულებით. თუმცა მაშინ არ იყო უსაფრთხოების მაღალი ნორმები, განსაკუთრებით ბათუმსა და ქუთაისში, არ იყო არანაირი ნავიგაციის შენობა, ასაფრენ ბილიკზე შინარი ცხოველები დასეირნობდნენ, ხანდახან თვითმფრინავის ბორბლები ნაკელით ისვრებოდა, განათება კი თავწატეხილი შამპანიურის ბოთლით ხდებოდა, სადაც პატარა ნათურა იყო ჩადებული.
ვარდების რევოლუციის შემდეგ საქაერონავიგაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო, განხორციელდა მასშტაბური ტექნიკური გადაიარაღება, თანამედროვე სისტემებზე გადასვლა და კადრების გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანისა და უსაფრთხოების გაზრდა. შედეგად, საქართველოს საჰაერო სივრცე ევრაზიის საჰაერო დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა და საჰაერო ხომალდების ნაკადმაც საგრძნობლად მოიმატა.
”საქაერონავიგაციის” მიერ გაწეულმა მუშაობამ ახალი სანავიგაციო სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით და ამ სისტემების მოწოდებაზე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან დადებულმა ხელშეკრულებებმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ICAO-ს ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.