მესტიის აეროპორტი

აეროპორტი მესტიაში

მესტიის აეროპორტი პრეზედენტის პროგრამის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომლის შედეგად დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა და რომელმაც ტურიზმის უკეთ განვითარება გამოიწვია რეგიონში. სვანეთის ბუნების მიმზიდველობა საკმაოდ ცნობილია ტურისტებისთვის და იქ მოხვედრა საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს აქვს.

აეროპორტის არსებობა ამ რეგიონში ტურისტებსა თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას უმოკლეს დროში ესტუმრონ ამ მხარეს, მოინახულონ ისტორიული ადგილები, გაერთონ და დაისვენონ.

მესტიაში რეგულარული რეისი თბილისიდან კვირაში ხუთჯერ სრულდება, ყოველდღე გარდა სამშაბათისა და ხუთშაბათის, შაბათ-კვირას კი დღეში ორჯერ. ფრების ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია, რეისებს კი კანადური კომპანია ასრულებს. ბილეთის ფასი ერთი გზა 75 ლარია, ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი უფასო.


===============================================================

მესტიაში აეროპორტი გაიხსნა

24 დეკემბერს მესტიის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. თანამედროვე დიზაინის აეროპორტს თამარ მეფის სახელი დაარქვეს. სვანეთის ულამაზეს მთებში განთავსებული ნაგებობა საკმაოდ სწრაფად აშენდა, რომელიც ევროპული სტანდარტებით არის აღჭურვილი და უმაღლესი უსაფრთხოების სიტემები აქვს.

მესტიაში იგეგმება რეგულარული რეისების შესრულება თბილისიდან, რომელსაც კანადური ავიაკომპანია Kenn Borek Air შეასრულებს, და ბილეთის ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.

მესტია, სადაც აეროპორტის გარდა კიდევ ბევრი რამ გაკეთდა, ტურისტებს განახლებული იერით დახვდება.

=================================================================
განახლებული მესტია
მესტია ახალ წელს განახლებული იერით შეხვდება: განათებული ისტორიული კოშკები, ახალი აეროპორტი, ახალი გზები, სათხილამურო ტრასები, საბაგირო, განახლებული საავადმყოფო და ტურიზმის ახალი საინფორმაციო ცენტრი. ეს ყველაფერი პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს სვანეთსა და მესტიელებს-უფრო მეტი ხალხი დასაქმდეს, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და უფრო გალამაზდეს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარე.

========================================================
მესტიის აეროპორტი

მესტია ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მ-ზე მდებარეობს. მოსახლეობისთვის ქალაქთან დაკავშირება წლების მანძილზე ავტოტრანსპორტით ხდებოდა, რაც დროის დიდი ხარჯვას მოითხოვდა. საქართველოში აეროპორტების მშენებლობლობები აქტიურად მიმდინარეობს, რაც ქვეყნის განვითარებულობისკენ კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯია. მესტიაში შენდება ახალი და თანამედროვე აეროპორტი, თავისი მაღალტექნოლოგიური სანავიგაციო აღჭურვილობით და საფრენი ბილიკით.


უმშვენიერეს მთებში ჩაფლული ქალაქი, თავისი ისტორიული კოშკებით და ტრადიციებით ძალზედ საინტერესო და მიმზიდველია. მესტიიდან დანახული საქართველო ჩვენი ქვეყნის სილამაზეში კიდევ უფრო გვარწმუნებს.
მესტიის აეროპორტის მშენებლომა იმის მაჩვენებელია, რომ ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ტურისტების მოზიდვა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი, რომლების თავდაუზოგადად შრომობენ და იღებენ მონაწილეობას ამ ისტორიულ საქმეში. მესტიის აერპორტის მშენებლობა საქართველოს აღმავლობისა და გაბრწყინების კიდევ ერთი მაგალითია.

მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბიკილის სიგრძე 1200 მეტრია.

ვაგზლის და სამეთვალყურეო კოშკურის მშენებლობის პროცესი.

სანავიგაციო ანტენებისა და საკომუნიკაციო სიხშირეების დამონტაჟენის პროცესი.

შენობის პროექტი:

4 Responses to მესტიის აეროპორტი

  1. lika says:

    aeroportze “Queen Tamar” rato aweria tamari xom mefe iyo ?!

    • airnav says:

      თქვენი შენიშვნა გასაგებია, თუმცა მოგეხსენებათ რომ ინგლისურად მეფე- მხოლოდ და მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უწოდებენ, მდედრობითი სქესის წარმომადგენელბს კი – queen (ანუ დედოფალს) უწოდებენ.

      • ჩვენც მასე ვუწოდებთ. მაგრამ ჩემი აზრით მაინც King ჯობდა. ასე უფრო იოლად მივანიშნებდით ტურისტს რას ნიშნავს თამარი საქართველოსთვის, როგორც მეფე და არა როგორც დედოფალი.

  2. fighter says:

    ჩვენთვის თამარი მეფე იყო და არა დედოფალი. ანუ king და არა queen

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s